სიცივემ ჩემი მთელი სხეული მოიცვა, რამაც ძილი დამიფრთხო და იძულებული ვიყავი თვალი გამეხილა,თორნიკე ცდილობდა საბანი გადაეხადა და გავეღვიძებინე.
-შემეშვი, მცივა-საბანს დავქაჩე, მეორე ბოლოს თორნიკე ექაჩებოდა-გავიყინე არაადამიანო.
გავბრაზდი და ლოგინზე დავდექი.
-ვაიმე როგორ ცივა-მოვიბუზე და ხელები შემოვიხვიე, თორნიკემ ამათვალიერ-ჩამათვალიერა.
-სწრაფად გაემზადე, უნდა წავიდეთ და ჩემი მაისური დამიბრუნე-გაეცინა.
-გადი, გამოვიცვლი და დაგიბრუნებ-ლოგინიდან ჩამოვხტი და ჩემს ტანსაცმელებთან მივედი.
-მე ასეც კარგად ვარ-უკნიდან მომიახლოვდა და ხელები წელზე შემომხვია.
-ვაიმე რა თბილი ხაარ-ჩავიკეცე თბილი სხეულით რომ მომეხუტა, მაგრამ რადროს ეგ არის ნევე-მომშორდი!
ჩაიცინა და მაისურის ბოლოებს დასწვდა, სწარაფად გადამაძრო, ლოყაზე მაკოცა და თვალის ჩაკვრით თვითონვე გადაიცვა.
თვალები დავჭყიტე როცა გავაანალიზე რომ მის წინ საცვლების ამარა ვიყავი.
-არანორმალუროო!-დავიყვირე და ბალიში გავუქანე თუმცა ოთახიდან გასვლა მოასწრო.
სწრაფად ჩავიცვი, წამალი დავლიე და ჩემს ნივთებს ხელი დავავლე.
ჩავიფუთნე, მაგრამ მაინც ვიყინებოდი და ვკანკალებდი.
სვეტა ორივეს გადაგვეხვია, გვითხრა კიდევ თუ დაგჭირდებათ ჩემი სახლი ღიაა თქვენთვისო და გამოგვისტუმრა, თორნიკემ ფული მისცა, არაფრით ართმევდა სვეტა, მაგრამ დაიჟინა ვაჟბატონმა საჭმელს მაინც იყიდიო.
სვეტამ გზა მიგვასწავლა სადაც ტელეფონი იჭერდა და ჩვენც იქით წავედით.
გზაში ხმა არ ამოგვიღია.
-გუშინ-დაიწყო თორნიკემ-გახსოვს რა მითხარი?
-როდის?
-აი გეძინა თითქმის უკვე, რაღაც მითხარი და მერე ჩაგეძინა-თავი უხერხულად მოიქექა.
![](https://img.wattpad.com/cover/320390096-288-k579395.jpg)
ESTÁS LEYENDO
Heartbeat💓
De Todoდასრულებული.. მითხარი სად მიდიხარ ნევე-მკაცრად თქვა-ჩემს მოთმინებას ნუ ცდი. -რა ჯიუტი ვინმე ხარ-ბუზღუნით ამოვილაპარაკე-საავადმყოფოში. -რა გინდა საავადმყოფოში? -ანგარიში გაბარო?-გაღიზიანებულმა ვკითხე. -თუ საჭირო იქნება კი. -შენ ვინ გეკითხება. -შენი გ...