პირველი ამბავი (მე)

454 73 25
                                    

მე მქვია ლაშა

დავიწყებ მარტივით, ის რაც მინდა რომ იცოდე სანამ დავიწყებ წერას.
მე არ ვარ კარგი ადამიანი და ამას ვაღიარებ. არც ცუდი. ძალიან ბევრი საქციელი გამიკეთებია და დღემდე ვაკეთებ რომლის გამოც შეიძლება ჩემს მიმართ ცუდი შთაბეჭდილება გაგიჩნდეს. მაგრამ, ჩემი აზრით მეგობრებს ერთმანეთის მიმართ განსჯის გრძნობა არ უნდა აკავშირებდეს.

სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი უფროსი და, და მამაჩემი. ძალიან მინდოდა თავის ამ თემიდან არიდება მაგრამ როგორი მეგობარი ვიქნები თუ არ მოგიყვები იმას თუ რატომ ვცხოვრობთ სამნი.
დედაჩემი სიმსივნესგან გარდაიცვალა როდესაც ვიყავი 7 წლის. ვერ ვიტყვი რომ ბევრი მახსოვს მის შესახებ, წელს მაგალითად აღმოვაჩინე რომ მისი ხმაც დამავიწყდა როდესაც მეზობლის "ფლეშკაში" ვიდეო ჩანაწერს ვუყურე.
ზამთრის პერიოდი იყო, სახლში სპრეით ხელივნურ ფიფქებს უშვებდა ჰაერში და სიხარულისგან დახტოდა.
ეს იყო ათასიდან ერთერთი მოგონება რომელიც მის შესახებ აღარ მახსოვდა.
მახსოვს, მეზობელთან სტუმრად ვიყავით რომელმაც მაგიდაზე ბევრი სამკაული ამოალაგა (ალბათ ყიდდა) და ყველაზე ძვირი ბეჭედი (როგორც თვითონ თქვა) რატომღაც ჯიბეში ჩავიდე და დანაშაულის გრძნობის და შიშის გამო ფანჯრიდან გადავაგდე. მეზობელმა ეგრევე შენიშნა რომ ბეჭედი გაქრა, და დედაჩემმა რომ იკითხა ბეჭდის ამბავი, მოვატყუე რომ აივნის მეორე მხარეს გადავაგდე და უაზროდ ორი საათი ვაძებნინე ბეჭედი იქ, სადაც არც იყო. ბოლოს ბეჭედი მოიძებნა და ისიც მახსოვს რომ გაბრაზებულმა დედამ ძალით დამაძინა.
წლების შემდეგ რაღაც ვიდეოდან აღმოვაჩინე რომ ძირითადად ადამიანზე მისი წასვლის შემდეგ, ის გვახსოვს რაც ცუდად დაგვამახსოვრდა.
მახსოვს რომ ძალიან ვუყვარდი და 2011 ახალი წლის ექვსი დღის შემდეგ, როდესაც მაგიდასთან ვისხედით თავიდან უცნაური ხმა გამოსცა (მემგონი ჰაერი აკლდა) და დატრიალებულ ქაოსურ სიტუაციაში უბრალოდ ის მახსოვს რომ მეზობელმა წამიყვანა და მაგასთან დავრჩი. ორი დღის შემდეგ დედასთან ამიყვანეს. ისევ იმ ტახტზე იწვა და მითხრეს რომ უბრალოდ ისვენებდა და ეძინა. დღემდე არ ვიცი უკვე გარდაცვლილი იყო თუ მართლა ეძინა.
იქიდან გამომდინარე რომ ვიყავი მხოლოდ 7 წლის, ეს პროცესი ძალიან სწრაფი იყო ჩემთვის. რამდენიმე თვეში მამაჩემმა "დამლაგებელი" მოიყვანა სახლში რომელიც ჩემი პირველი დედინაცვალი გახდა. არ იფიქრო რომ მამაჩემი ცუდი მამა ან ადამიანია, დედაჩემმა თვითონ სთხოვა რომ თუ გარდაიცვლება, უნდოდა რომ მამაჩემმა ქალი მოიყვანოს სახლში რომ მე და ჩემს დას მოგვიაროს. მე ვერასოდეს ვერ გავბედავდი მსგავი რაღაცის თქმას, მითუმეტეს თხოვნას.

ძალიან უბრალო ლაშა (პროცესში)Where stories live. Discover now