2016 წლის შემოდგომააქედან ბლოგი თარიღების მიხედვით მიმყავს რომ მოვლენების ვითარება უფრო გაგიმარტივდეს.
გახსოვს პირველ ამბავში ჩემს პირველ და ერთადერთ ბავშვობის მეგობარს რომ ჩამოვშორდი?
მეგობრის არ ყოლა ნიშნავდა იმას რომ მესაჭიროება ახალი.
ზაფხულის მანძილზე ეზოში მარტო გავდიოდი და ყოველთვის სხვა და სხვა ბავშვებს ვუმეგობრდებიდი სანამ ერთხელ ეზოში გასვლისას არ გავიცანი გოგო სახელად გვანცა.
გვანცა
გვანცა გავიცანი როდესაც ნათლიაჩემის ნაჩუქარი სკუტერით (🛴) ვკატაობდი. მთელს უბანში ერთადერთი იყო ვისაც ჩემს გარდა სკუტერი ჰქონდა და ძირითადად ერთად ვკატაობდით ან ვცდილობდით ეზოში ხვლიკები დაგვეჭირა და ბოთლში შეგვეგროვებინა. მარტო არასოდეს არ გადიოდა და თან ბაბუამისი დაყვებოდა ყოველთვის. გვანცა სასაცილო ვარდისფერ სათვალეს ატარებდა და ერთხელ გაქრა.
სანამ 2016 წელს არ აღმოვაჩენდი რომ იგივე სკოლაში ვსწავლობდით.
აღმოჩნდა რომ გვანცას ბაბუა გარდაიცვალა რის გამოც ტრავმა ჩამოუყალიბდა. მახსოვს თვითმკვლელობის მცდელობებიც ჰქონდა და სასიკვდილო წერილებს წერდა. რამოდენიმეჯერ სკოლის შესვენებაზე ერთმანეთს ვხვდებოდით და ერთხელ მითხრა რომ თავისი კლასელი უნდა გამაცნოს რომელთანაც მისი აზრით ბევრი საერთო მქონდა.მაშინ ბებიაჩემთან და ბაბუაჩემთან ვცხოვრობდი. ბებიაჩემთან ცხოვრება ცუდად მახსენდება რადგან რამოდენიმე თვის მანძილზე ოთახში მკეტავდა ტომ სოიერის წიგნთან ერთად და წიგნის წაკითხვის მაგივრად წარმოვიდგენდი ამბებს ჩემს წარმოსახვით მეგობრებთან.
წარმოვიდგენდი რომ ერთ დღეს ძალიან შემთხვევით მეჯახება მანქანა და იქიდან გამოდიან გოგო და თავისი უფროსი ძმა. ჯამში წარმოვიდგენდი იმას რომ ექიმთან წასვლაზე უარი ვთქვი და ამ გოგოს მეგობრებს ვიცნობ და ამ მეგობრების ჯგუფში სხვა და სხვა ამბავი ტრიალებდა. სინამდვილეში ამას იმიტომაც წარმოვიდგენდი რომ მაშინ სამეგობრო ან საძმაკაცო არ მყავდა და ასე უფრო საინტერესო ჩანდა ყველაფერი. (ერთ-ერთ მეგობარს shmebro ერქვა რომელიც ახლა ჩემი ახლანდელი ინსტაგრამის და ტიკტოკის სახელია).
რაღაც მომენტში გავიაზრე რომ არც ბებიაჩემმა არ იცოდა წიგნის შინაარსი და როდესაც შინაარსს ვაბარებდი, ნახევარზე მეტი მოვიტყუე.
YOU ARE READING
ძალიან უბრალო ლაშა (პროცესში)
Nouvelles28 მარტის განცხადება° დიდი პაუზის შემდეგ, ძალიან მალე მთლიან ამბებს შევასწორებ (გრამატიკულადაც და გაცილებით მეტ დეტალს დავამატებ) ნახევრად წიგნი/ბლოგი ჩემზე და ჩემს მეგობრებზე. პირველ რიგში, ჩაიწერეთ ყველა პერსონაჟის სახელი და ვინ რითი დაგამახსოვრდ...