სანამ ამბის გაგრძელებაზე გადავალთ, მინდა რომ გაგაცნო ჩემი მეგობრების ამბებიც.ეს ამბავი მარიზეა რომელსაც რეალურადაც მარიამი ჰქვია.
მარი ჩემი ბავშვობის მეგობარია. გავიცანი მეორე კლასში და თავდაპირველად ყურადღებას არ ვაქცევდი. მარის რაც მახსოვს ყოველთვის დასცინოდნენ კლასელები და ბავშვობის პირველი წლები თავს ვარიდებდი. მაგრამ ერთხელ გვერდიგვერთ ჯდომა მოგვიწია და აღმოჩნდა რომ თავისებური, მაგრამ კარგი ადამიანია.
საკუთარ თავს რომ ეხება, კანი უწითლდება და ექიმთან რომ მივიდა უთხრეს რომ 18 წლამდე გაუვლის, მაგრამ დღემდე წითლდება. ბავშვობიდანვე უყვარდა ანიმე მაგრამ წლების შემდეგ ადიქციაში გადაუვიდა და ძალიან ხშირად საუბრისას ანიმე პერსონაჟების ქცევებით ან რეპლიკებით საუბრობს. რაც ხალხში გაკვირვებას და გაუცხოებას იწვევს. მაგრამ მარის უკვე იმდენად შევეჩვიე რომ მსგავსი ქცევები მარისგან ჩემთვის უკვე ბუნებრივი და ნაცნობია.
დღემდე მეკითხება ხალხი როდესაც ერთად გვხედავს თუ რატომ ვემეგობრები. (ჩემი მეგობრებიც კი) რადგან მარის ბავშვის შეხედულება და ხასიათი აქვს.
მარი არ ყვებოდა სახლში იმაზე რომ დასცინოდნენ. სახლში ასვლისას ამბობდა რომ ყველაფერი ჩვეულებრივადაა და თავისთვის ჩუმად ტიროდა. ერთხელ მასთან სახლში ასვლა გადავწყვიტე და დედამისს ყველაფერზე მოვუყევი რის შემდეგ მარის უკვე ნაკლებად ეხებოდნენ სხვა კლასელები. მაგრამ მარის დღემდე ახსოვს ეგ შემთხვევა და ალბათ დღემდე მადლობელია.
როდესაც სხვა და სხვა ამბავს მოგიყვები და კითხვა გაგიჩნდება: -სად იყო ამ დროს მარი?
იცოდე რომ მარი ყოველთვის მსმენელის როლს ასრულებდა.
არ ვიცი რამდენად აინტერესებდა მარის ჩემი ამბები, მაგრამ სულ მისმენდა.ერთხელ მარის ყველაზე ახლო მეგობარმა მითხრა რომ მარის ვუყვარდი. ალბათ ცუდი ადამიანი ვიყავი და მარის ამის გამო ვიყენებდი. სკოლის მერე ყოველთვის საჭმელს მყიდულობდა (რომელიც არც მოსწონდა) ან უბრალოდ ასრულებდა იმას, რასაც ვეტყოდი.
YOU ARE READING
ძალიან უბრალო ლაშა (პროცესში)
Storie brevi28 მარტის განცხადება° დიდი პაუზის შემდეგ, ძალიან მალე მთლიან ამბებს შევასწორებ (გრამატიკულადაც და გაცილებით მეტ დეტალს დავამატებ) ნახევრად წიგნი/ბლოგი ჩემზე და ჩემს მეგობრებზე. პირველ რიგში, ჩაიწერეთ ყველა პერსონაჟის სახელი და ვინ რითი დაგამახსოვრდ...