2015 წლის შემოდგომიდან
2016 წლის გაზაფხულამდეროდესაც ვიყავი 11 წლის, მყავდა კუ რომელსაც დავარქვი ევა და ზღვის გოჭი (ზაზუნას სქელი ვერსია) რომელსაც დავარქვი ზეზვა. კუებს და ზღვის გოჭებს ერთ გარემოში ცხოვრება მარტივად შეუძლიათ. ჭამენ ერთსა და იმავეს და იმედი მქონდა რომ ერთ დღეს ევას სახლში ადამს მოვუყვანდი, ზეზვას კიდე მზიას. ევა და ზეზვა ერთად ცხოვრობდნენ და ზოგჯერ გარეთაც გამყავდა ორივე. მაგრამ ერთ დღეს ზეზვა რატომღაც მოკვდა და ორი დღის შემდეგ ევაც. მინდა მჯეროდეს რომ ერთმანეთს უბრალოდ ძალიან შეეჩვივნენ.
ამიტომაც ამ ამბის ორ გმირს დავარქმევ ევას და ზეზვას.
ამჯერად, 2015 წელს ჩემს კლასში გადმოვიდა ორი ახალი მოსწავლე.
ევა და ზეზვა
ყოველი წლის სექტემბერს სკოლის დაწყება მხოლოდ ორი მიზეზის გამო მომწონდა. ყველას წინაშე ახალი ტანსაცმლით გამოჩენის და ჩემს კლასში ახალი მოსწავლის გადმოსვლის. ჩათვალე შენს ცხოვრებაში არსაიდან სრულიად ახალი ადამიანი ჩნდება და ყოველი კვირის ხუთი დღე მასთან ერთ სივრცეში უნდა ატარო.
გახსოვს წინა ამბავში რომ გითხარი ნათია კლასში ყველაზე ლამაზი გოგო რომ იყო? დაივიწყე.
2015 წლის 15 სექტემბერს ჩემი საკლასო კარის გაღებიდანვე ნათიას დედოფლის ტიტული წამებში დაიმსხვრა. ეს იყო ახალი მოსწავლე ევა.ვიზუალურად მაღალი, გამხდარი, მუქი ტონის კანის მქონე (თითქოს გარუჯული), გრძელთმიანი გოგო რომლის გარდატეხის ასაკმა ნაადრევად გადაიარა. (სხეულის ფორმებიდან გამომდინარე).
ევას შემდეგ კლასში შემოვიდა ბიჭი, რომელიც მამაკაცის ყველა სილამაზის სტანდარტს ერგებოდა.
ზეზვა იყო ცისფერთვალება, წარბზე შრამიანი ბიჭი. რომლის ყბის გაყვანილობის დღემდე მშურს.
სინამდვილეში ევაზე მანამდეც მსმენია. ვიცოდი რომ ჩემი პარალერული კლასელია და ყოველთვის მარტივად შესამჩნევი გოგო იყო. ზეზვაზე კიდე არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა არავინ.
YOU ARE READING
ძალიან უბრალო ლაშა (პროცესში)
Historia Corta28 მარტის განცხადება° დიდი პაუზის შემდეგ, ძალიან მალე მთლიან ამბებს შევასწორებ (გრამატიკულადაც და გაცილებით მეტ დეტალს დავამატებ) ნახევრად წიგნი/ბლოგი ჩემზე და ჩემს მეგობრებზე. პირველ რიგში, ჩაიწერეთ ყველა პერსონაჟის სახელი და ვინ რითი დაგამახსოვრდ...