მიკო: POV
გოგოებმა ბევრი დავლიეთ, ვცეკვავდით და თან ვსვავდით. ჯენი და ლისა მაგიდაზე იდგნენ და ერთმანეთს გამომწვევად ეცეკვებოდნენ, მარი ბოლო ხმაზე კიოდა და ტაშს უკრავდა მათ შესრულებულ ცეკვებს, ბიჭები კი დასაძინებლად ავიდნენ უფრო სწორად მე და მარიმ ავაგდეთ ზევით, ჯეიკი და ნიკი არც კი გამოსულან ოთახიდან ეგ საცოდავები ჩაიგუდებიან იქ, მე და მარი ისე ვიყავით არც არაფერი გვეტყობოდა, მაგრამ ვიცი რომ რეალურად ისიც ძალიან განიცდის რადგან მეც ასე ვარ, უკვე ძალიან, ძალიან მთვრალები ვიყავით ფეხზე ძლივს ვიდექით და სანამ ოდნავ ფხიზელმა ჯისომ არ აგვყარა ზევით მანამდე ვერ მოვტვინეთ დასაძინებლად წასვლა. ნუ სხვები მართლა თავიანთ ოთახებში წავიდნენ--ალბათ🤭.
მე ვეღარ მოვითმინე, მართლა დამღალა ამათმა ბუტიაობამ ახლა მესმის ჯეიკის რას გრძნობდა როცა ვუბრაზდებოდი, კართან მივედი და მანამდე ვაბრახუნე სანამ ჯეიკის ბუზღუნი არ გავიგე ოთახიდან, კარები თვალების სრესით გააღო დიდი ზომის საღამურები ეცვა თმები აჩეჩვოდა, ლოყები ოდნავ დაებერა და ისეთი საყვარელი იყო ჩახუტება მომინდა. როცა თვალები გაახილა დამინახა და სახეც შეეცვალა.ჯეიკი:აქ რას აკეთებ ამ შუაღამეს?
მიკო: რა? ჩემს შეყვარებულთან მოვედი რამე პრობლემაა? *ვბლუყუნებდი და რას მეც არ ვიცოდი*
ჯეიკი: შეყვარებული რომ გყავდა მანამდე უნდა გეფიქრა სანამ იმ ბიჭთან გართობას მოინდომებდი, ახლა კი გთხოვ წადი შენს ოთახში და დაიძინე.
კარების დაკეტვა დააპირა, მაგრამ მე ფეხით დავიჭირე და ოთახში შევუვარდი. შეიძლება სულელური საქციელი იყო, იმასაც ვაცნობიერებ რომ ცუდად მოვიქეცი, მაგრამ, ძალიან მომენატრაა☹ ხო მე მიკო ვარ ამიტომ ჩემი ქმედებები არ გაგიკვირდეთ, იმის მერე რაც ოთახში შევუვარდი კედელთან ავაკარი, ხო კედელთან ავაკარი, მე ავაკარი არ მოგესმათ. ნუ ძალიან გაკვირვებულიც არ ჩანდა იდიოტი🙄 ხო კედელთან რო ავაკარი საერთოდაც არ უცდია ჩემი მოშორება ამიტომ არ დავაყოვნე და ეგრევე ტუჩებზე ვეცი. ერთმანეთს ვკოცნიდით და მეტსაც ვიზავდით მაგრამ ყველაფერი უნდა გააფუჭოს რაა.
