ჯეიკი x მიკო*
მიკო pov: ძველი ტყის სახლში მივედით და მანქანიდან გადმოვედით
მიკო:აქ რა გვინდა?
ჯეიკი: აქ დარჩები ჩემთან ერთად
მიკო: იცი ამას გატაცება ჰქვია მიპოვიან და ნახავ
ჯეიკი: ფელიქსი გადაგარჩენს ხო
მიკო:🙄ფელიქსი თუ არ გჯობდეს
ჯეიკს სახე დაუსერიოზულდა და ხელი მომკიდა, რომ არ გავქცეულიყავი მეორე ხელით კი კარი გააღო, მგონი ამას სიცხე აქვს კიდევ ელის ჩემგან რამეს , სახლში შევედით და კარები დაკეტა გასაღები კი ჯიბეში ჩაიდო, სახლში შევედით ნუ რა შევედით შემათრია.
ჯეიკი: წამოდი გამოსაცვლელ ტანსაცმელს მოგცემ მთელი დღე მაგ კაბით ვერ იქნები
თვალები გადავატრიალე და უკან გავყევი, კარადიდან დიდი ზომის ტანსაცმელი გამოიღო და მომაწოდა, გამოვართვი და სააბაზანოში შევედი.
ჯეიკის მაისური კაბასავით მქონდა, შარვალში კი საერთოდ ვიბანავებდი.
ქვემოთ ჩავედი, ჯეიკი სამზარეულოში იყო და რაღაცას ამზადებდა, მე ბუხართან დავჯექი მალე კი ისიც გვერდით მომიჯდა და ლაპარაკი დაიწყო.ჯეიკი: ფელიქსისგან თავი შორს დაიჭირე
მიკო: ეგ შენ არ გეხება ჯეიკ შეეშვი ფელიქს
ჯეიკი: მიკო ფელიქსთან ახლოს ყოფნა არაფერს არ უშველის არ იცი როგორი ნაბიჭვარია
მიკო: რამდენად იდიოტიც და ნაბიწვარიც არ უნდა იყოს რთულ დროს არ მივუტოვებივარ, ჩემს გრძნობებეზე არ უთამაშია და უკანმოუხედავად არ გაქცეულა
ჯეიკი: ყველაფერი არ იცი მიკო. ჩემზე არაფერი ყოფილა დამოკიდებული, ჯგუფი მყავს და ეს იცი ყველამ რაღაცით გავრისკეთ მათი ოჯახებით, საყვარელი ადამიანებით twice დაგვემუქრა თუ თქვენ არ დაგტოვებდით ოჯახს ამოგვიჟლეტდა, სხვა არჩევანი არც კი გვქონია თავს არ ვიმართლებ ვიცი რომ ნაბიჭვარივით მოვიქეცი მაგრამ კარგად იცი მაფიის საქმეები, ამიტომ პატიებას თუ არა გაგებას მაინც ველი შენგან, უკან მოუხედავად არ წავსულვართ, ძალიან გაგვიჭირდა მეც და ნიკისაც მაგრამ ასე იყო საჭირო თქვენი უსაფრთხოებისთვის, თუ გიყვარს უნდა გაუსვა და რაღაც ეგეთი იყო.