-მივწერ!
-არ გირჩევ მე. - მითხრა თიკამ, როგორც კი გაიაზრა, რომ მორიგ უაზრობაში ვყოფდი თავს.
-ვერ გაიგებს, რომ მე ვარ. - ისევ ჩემსას ვაგრძელებდი. - უბრალოდ დაველაპარაკები, გავიგებ რა მოსწონს და მაშინვე გავეშვები.
-ზიზი მიეჩვევი! - ეს სიტყვა საკმარისი იყო იმისთვის, რომ გამხსენებოდა, როგორ მარტივად ვენდობოდი და ვეჩვეოდი ადამიანებს.
-კარგი. - თავი ჩავღუნე და აღარც ვაპირებდი ამოწევას. იმიტომ კი არა, რომ მართლა აღარ მივწერდი. პირიქით, და სწორედ ამიტომ არ მინდოდა ურცხვად ტყუილი და თან თვალებში ყურება.
*საღამოს 9 საათი*
მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში თიკასთან ლაპარაკის პერიოდში, უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ მივწერდი ახლა თითქოსდა რაღაც მაფერხებდა. შეიძლება, მართლაც მეშინოდა ცოტათი იმისა, რომ მივეჩვეოდი, მაგრამ ძალიან მომწონს. რომ ვუყურებ კანკალი მეწყება. გაგიგიათ ასეთი რამ? მასთან ბრინჯივით ვიბნები. თითქოსდა არაფერი შემეძლოს. სწორედ ამიტომ გადავწვიტე, რომ შემექმნა ყალბი ინტერნეტ ექაუნთი, მქონოდა სხვა სახელი, მაგრამ ვყოფილიყავი ის ვინც რეალურად ვიყავი. ლაღი, მხიარული, ცოტა ფლირტის მოყვარული და რაც მთავარია მსმენელი. მინდა გავიგო ვინ არის. რა უყვარს, აქვს თუ არა ჰობი. არ ვიცი. ყველაფერი.
გიჩნდებათ ალბათ კითხვა, ვისზე ვლაპარაკობ. საბა გამყრელიძე. ჩვენი უნივერსიტეტის ამომავალი ვარსკვლავი. ყველას მოსწონს. და არა, ნუ გგონიათ, რომ ვაზვიადებ. მართლა ყველას მოსწონს. მეც რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვიმჩნევ, თითქოს არ მაინტერესებს. ერთი თიკამ იცის ჩემი ამბავი. ეგეც შემთხვევით გაიგო, საბას ფოტოები, რომ აღმოაჩინა ჩემს ტელეფონში. მაგის მერე დავაფიცე არავისთვის ეთქვა. ჯერ-ჯერობით ინახავს საიდუმლოს, მაგრამ არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, მის ერთგულებაში. ცუდი გოგო არ არის, მაგრამ თავისებურია.
YOU ARE READING
მაუწყებელი
Romance-უბრალოდ მაკოცე, მაკოცე, რადგან ერთხელ მაინც შევიგრძნო ეს სიტკბო. ფაქტობრივად შევევედრე. -არ გაკოცებ იქამდე, სანამ ჩემს ლოგინში არ აღმოჩნდები.