მისი მანქანის წინა სავარძელში ვიყავი მოკალათებული. ხელებს ერთმანეთში ვათამაშებდი. თან მინდოდა, რომ წავყოლოდი. თანაც რაღაც მაკავებდა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. გარშემო ვიყურებოდი. თითქოსდა ქუჩებს ვსწავლობდი. მინდოდა თითოეული დეტალი დამემახსივრებინა. სავსე მთავრე, რომელიც თვალის მომჭრელად გვინათებდა გზას, ხელოვნურ განატებებთან ერთად. საახალწლოდ გამზადებული ქუჩები და რაც ყველაზე მთავარია ადამიანები, რომლებიც უკვე სახლისკენ მიიჩაქორდნენ. რაღაც მომენტში მეც მომინდა სახლში, ჩემ ოთახში, თბილ ლოგინში ვყოფილიყავი. თითქოს ის სითამამე წამის მეასედში გამიქრა. ახლა, ამ საღამოს, მის მანქანაში შიში უფრო მძინვარებდა ჩემში, ვიდრე სიყვარული და სწორედ მაგ მომენტში დავფიქრდი. განა ნამდვილ სიყვარულს შიშიც თან დასდევს? ნამდვილი სიყვარული ხომ გაბრმავებს, ჩემ შემთვევაში უკვე ვეღარ ვხვდებოდი რამდენად ნამდვილი იყო უკვე ეს ყოველივე, მაგრამ მაინც რაღაც მაკავებდა. შემეძლო მეთქვა გააჩერე უნდა წავიდე მეთქი, თუმცა დუმილს მივანიჭე უპირატესობა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ყოველივე, სწორედ ეს, ჩემი გრძნობები, შიშები, ფორიაქი წამიერი იყო და რეალური გრძნობა - სიყვარული, მუდამ ჩემთან დარჩებოდა.
გზაში ლაპარაკის საშუალება არ გვქონია. საბა ჩუმად იჯდა. ჩაფიქრებულიყო. ალბათ ალექსადრას საქციელზე ფიქრობდა. შეიძლება ეწყინა კიდეც ასეთი ამბის გაგება გოგონაზე, რომელთანაც ასე ხშირად არის და როგორც კი ეს გავიფიქრე გულში რაღაცამ გამცრა. მეწყინა.
-მოვედით. - მისმა სიტყვებმა ფიქრებისგან გამომაფხიზლა.
-აქ ცხოვრობ? - მანქანა მაღალ, სასტუმრო "paradise"-სთან გააჩერა.
-ხშირად ვარ ხოლმე. - ჩემ პასუხს აღარც დალოდებია. მანქანიდან გადმოვიდა და კარებიც გამიღო. დაუყოვნებლივ გადავედი. ხელები კიდევ უფრო გამიოფლიანდა. თითქოს არ ვაკეთებდი რაღაცას სწორად, მაგრამ ხმასაც ვერ ვიღბდი. აი ასე, უსიტყვოდ მივყვებოდი და ზუსტად ასე მარტივად აღმოვჩნდით სასტუმროს ერთ-ერთ ოთახში.
YOU ARE READING
მაუწყებელი
Romance-უბრალოდ მაკოცე, მაკოცე, რადგან ერთხელ მაინც შევიგრძნო ეს სიტკბო. ფაქტობრივად შევევედრე. -არ გაკოცებ იქამდე, სანამ ჩემს ლოგინში არ აღმოჩნდები.