თავი 7

217 13 2
                                    

ერთხელ, სულ პატარა რომ ვიყავი, მახსოვს, დავეცი. მწარედ დავეცი. იმდენად მეტკინა, რომ მთელი ეზო ჩემ გარშმო მოგროვდა. არ იცოდნენ რა ექნათ. რითი ეშველათ. ზოგი დედაჩემს ურეკავდა, რომ რაც შეიძლება მალე მოსულიყო, ზოგი მე მამშვიდებდა, ზოგიც ჭრილობას მიმუშავებდა. მე კი მხოლოდ ორი სიტყვა ამომდიოდა ცრემლებით გავსებული პირიდან. "დედა" და "მტკივა". იმ საღამოს, როგორც კი მნახველებით გავსებული სახლი დაცარიელდა და ჩეულ ამპლუაში დაბრუნდა, ოთახში მარტო დავრჩი. მაშინ ჩუმად ჩავილაპარაკე ასეთი ტკივილი არასდროს მიგრძვნია და ვერც ვერასდროს ვიგრძნობ მეთქი, მაგრამ ახლა საკუთარ სიტყვებზე თავად მეცინება. რეალურად ფიზიკური ტკივილი არაფერია სულიერთან შედარებით. გავიზარდე და იმაზე მეტად მატკინეს ვიდრე ეს ადრე, ბავშვობაში ვიგრძენი. ვეღარც დედას დავუძახებ საშველად და ვეღარც მთელი ეზო შემოიკრიბება ჩემ გამო. ახლა მხოლოდ მე ვარ და ჩემი ტკივილი. ასე, მარტო, ეულად დარჩენილები.

სადღაც 10 წუთი გავატარე ტვალეტში. კარები შიგნიდან ჩავკეტე. ვიდექი სარკესთან და ზიზღის მეტს ვერაფერს ვგრძნობდი. ყველა და ყველაფერი მეზიზღებოდა. მათშორის ჩემი თავიც. ალბათ არ ვარ საკმარისად კარგი, რომ შემიყვაროს. ალბათ სხვანაირს ეძებს. ჩემზე ბევრად კარგს, მაგრამ სიტყვები... ის სიტყვები რაც მითხრა ფაქტობრივად გულში დანასავით ჩამესო. წამიერად, საკუთარი თავის მიმართ ზიზღი გადამავიწყდა და მთლიანად საბაზე გადავერთე. მომინდა, რომ ისე სტკენოდა, როგორც ახლა მე მტკივა. და ამ ყველაფერში მხოლოდ ერთი ვიღაც თუ დამეხმარებოდა. "მაუწყებელი".

ჩანთიდან ელვის სისწრაფით ვიღებ ტელეფონს და მაუწყებლის გვერდზე შევდივარ, მაგრამ უცბად ვჩერდები. არც კი ვიცი რა უნდა მივწერო. რითი დავიწყო, რომ მიხვდეს ყველაფერს? ყველას დასაცინი გავხდები, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩვენი ბოლო შეხვედრის ამბები უკვე უამბო თავისიანებს ამიტომ ეს აღარც არაფერს დამაკლებს, პირიქით თუ არ ქნა.

მაუწყებელიWhere stories live. Discover now