ჩემი პასუხის მერე აღარც მოუწერია. ან დაიჯერა, ან - არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ ალექსანდრასთან ისეთ ახლო ურთიერთბა აღარ ექნება, რადგან თვითონაც კარგად იცის, რომ ცეცხლი უკვამლოდ არ არსებობს.
-დღეს საღამოს რას აპირებ, დედი? - მკითხა დედაჩემმა, როგორცკი სასაუზმოდ ჩამოვედი.
-ცოტახნით წავალ იმ წვეულებაზე და მალე დავბრუნდები.
-როგორი წვეულებაა ერთი შემახსენე რა.
თქვენთვის არ მითქვამს. ჩვენი უნივერსიტეტი საახალწლო წვეულებას აწყობს. რა თქმა უნდა, მეც მივდივარ. გართობაც მიყვარს და თან საბაც იქ იქნება, ამიტომ ჩემი ადგილი ნამდვილად იქ არის.
-ტრადიციულად. ცეკვა და სიმღერა. - ამასობაში ჩემი ტოსტერი უკვე კარგად მოხუხულიყო.
-სასმელი?
-ნუ ეგ თავისთავად.
-გეხვეწები, ბევრი არ დალიო რა. - შემევედრა, რადგან იცის რამდენად ძლიერ მიყვარს სასმელი. ამ დროს, რეალურად, სასმელი კი არა, ის მდგომარეობა მომწონს, რაც სასმლის მიღების შემდეგ მაქვს. მხოლოდ მაშინ ვგრძნობ თავისუფლებას. თავისუფლებას ყველას და ყველაფრისგან.
-არა. - ტოსტერი ჩავკბიჩე და ჩემს ტყუილზე მეც კი ჩამეცინა.
"12:12 - უნივერსიტეტი"
-მე არ მოვდივარ. - თიკამ მითხრა, როგორც კი წვეულებაზე ჩამოვარდა ლაპარაკი.
-რატო? - შეშფოთებულმა ვკითხე. არც თიკაზე ვაბოდებ, მაგრამ დანარჩენებთან ერთად წასვლას ისევ თიკა მერჩივნა.
-ბებიაჩემი ჩამოდის და უნდა დავხვდე.
-სულ ცოტახნით მაინც. - ჩემსას არ ვიშლიდი.
-არა, ვერ.
საუბარი როგორც კი დავასრულეთ სემინარზე შევვარდით. ზედმეტი ქულა არავის აწყენს. მათ შორის არც ჩვენ. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ამ უაზრობაზე მარტო მივდიოდი, რადგან დანარჩენი გოგოები შედარებით ადრე აპირებდნენ წასვლას, მე კი ვერ ვასწრებდი. ჯერ აბაზანა უნდა მომეთავებინა.
YOU ARE READING
მაუწყებელი
Romans-უბრალოდ მაკოცე, მაკოცე, რადგან ერთხელ მაინც შევიგრძნო ეს სიტკბო. ფაქტობრივად შევევედრე. -არ გაკოცებ იქამდე, სანამ ჩემს ლოგინში არ აღმოჩნდები.