როგორც კი ფაქტობრივად ყველას დავეხმარე გადაწერაში, მივხვდი, რომ ჩემი იქ ყოფნა ზედმეტი იყო. ახლა ისე გამომყავს თავი თითქოსდა გარიყული, მარტოსული, უინტერესო ადამიანი ვიყო, მაგრამ უბრალოდ ამ ბავშვებს ვერ გავუგე. ერთ წუთს კარგები, მეორე წუთს კი საზიზღრად ბოროტები არიან.
და გინდათ გითხრათ რატომ ვფიქრობ ასე? თქმა არცაა საჭირო, თქვენთვითონაც მიხვდებით.
"კაფეტერია - 12:47"
ლობიანით ხელში, როგორც კი ჩემ საყვარელ ადგილას მოვკალათდი, არც თუ ისე კარგი, მაგრამ ჩემთვის საინტერესო და ხელჩასაჭიდი ამბავი შევიტყვე.
-ბლატაობს, მაგრამ რეალურად რა აქვს საბლატაო. სექსისთვის თუ გამოდგება მხოლოდ.
მარტივად ხვდებით ალბათ ვისზეც მიდის ახლა საუბარი.
-სოსოს და ავთოსაც არ ევასებათ რეალურად.
დაამატა მეორე ჭორიკანამ.
მე კი ამ ორი სახელის ხსენების შემდეგ, კიდევ ერთხელ დავეწმუნდი, რომ საუბარი საბაზე იყო.
-ღადაობ?
-არა, რას ვღადაობ. თათასთვის უთქვამს ავთოს. ჩვენზე მაღლა აღიქვამს თავსო.
გულში ჩამეცინა. თითქოსდა რეალურად ასე არ იყოს. ავთო და სოსო საბასთან შედარებით მართლა სიცარიელები არიან. და არა, არ არის ეს ჩემი სუბიექტური აზრი. ობიექტურია.
-და რაღას ძმაკაცობენ?
სწორია, ჭორიკანა ერთო, მეც ანალოგიურ კითხვას დავსვამდი.
-ავთომ თქვა, ჯერ ვაბლატავებ ცოტასო, მერე მოვსვამ თავის ადგილასო.
გასაგები უკვე გავიგე. ჭორებიც შევისრუტე და მივხვდი კიდევაც, როგორ უნდა დამეინტერესებინა ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული.
"სახლი - 19:35"
ლეპტოპს მივუჯექი, ხელები მოვამზადე და მაუწყებლის ექაუნთში გადავედი.
19:45
მაუწყებელი - "როგორ ფიქრობ, ავთო და სოსო რეალურად შენი ძმაკაცები არიან?"ველოდებით პასუხს, მანამდე კი სიმღერა ჩავრთე და ფიქრი დავიწყე. რომ მოეწერა, როგორ უნდა გამეგრძელებინა საუბარი, რა უნდა მეთქვა ან რანაირად უნდა დამეინტერესებინა. მაგრამ ნორმალურად ფიქრი ვინ გაცადა.
19:49
საბა - "ვერ გავიგე?"-მიპასუხაააააააა! - ბოლო ხმაზე ვიკივლე, მაგრამ პირზე ხელი უცბად ავიფარე, ჩემები რომ არ შემოვარდნილიყვნენ.
მაუწყებელი - "შეგიძლია გადაიკითხო"
საბა - "საერთოდ რომ აღარ წავიკითხო?"
მაუწყებელი - "შენ დარჩები წაგებული"
საბა - "ვისთან?"
მაუწყებელი - "შენ "ძმაკაცებთან"."
საბა - "რას ბოდიალობ?"
მაუწყებელი - "არ ვბოდიალობ, დროა დაიწყო მეგობრების გადაფასება, ვინ არის რეალური და ვინ ყალბი."
საბა - "როგორ ფიქრობ, ყალბ ექაუნთს ამოფარებული ვიღაცის რჩევა მჭირდება?"
მაუწყებელი - "მე დაგეხმარები, იმის გაგებაში, თუ ვინ არის რეალური და ვინ ყალბი."
საბა - "არ მჭირდება."
მაუწყებელი - "სულ ტყუილად."
ეს იყო ჩვენი საუბრის დასასრული, მაგრამ დღეს, რადგან გულის სიღრმეში დარწმუმებული ვიყავი, რომ გაგრძელდებოდა.
XXX
გელით, გელით, მოგელით!
YOU ARE READING
მაუწყებელი
Romance-უბრალოდ მაკოცე, მაკოცე, რადგან ერთხელ მაინც შევიგრძნო ეს სიტკბო. ფაქტობრივად შევევედრე. -არ გაკოცებ იქამდე, სანამ ჩემს ლოგინში არ აღმოჩნდები.