თავი 5

222 16 4
                                    

სულ ერთი წუთით დავხუჭე თვალები და წარმოვიდგინე, რომ ჩვენ უკვე ერთად ვიყავით. მე მის მანქანაში, კომფორტულად ვიყავი მოკალათებული, ის კი შიგადაშიგ თვალს გამოაყოლებდა და ეშმაკურად ჩაიცინებდა. შეუმჩნევლად გადმოწევდა მარჯვენა ხელს და ჩემს ბარძაყზე განათავსებდა. მე კი სიამოვმებისგან აღარ მეცოდინებოდა სად წავსულიყავი. ფიქრებმა იმდენად გამიტაცეს, რომ ვერც კი შევამჩნიე მეტროს მოპირდაპირედ როდის გააჩერა მანქანა.

-არ გადადიხარ? - ხელი სახის წინ ამიფრიალა, ჩემ სიფხიზლეში, რომ დარწმუნებულიყო.

მეც მალევე გავიაზრე, რომ რეალურად ყველადერი ფანტაზიები იყო და რეალობაშიც მარტივად დავბრუნდი.

-ბარემ მიგეყვანე სახლამდე. - უკმაყოფილოდ ამოვიხვნეშე. მანქანიდან გადასვლას არ ვაპირებდი.

-კიდევ აქეთ გაქვს პრეტენზიები?

სახეზე გაკვირვება ეტყობოდა.

-რატომაც არა.

-დილის მერე?

-გულში ჩაგრჩა? - აღტაცებულმა ვკითხე.

-რა ჩამრჩა გულში?

-ერთმანეთს რომ ვეუხეშეთ.

-კი, მთელიდღე მაგაზე ფიქრში ვიკლავდი თავს.

-ეჭვიც არ მეპარება.

ცოტახანი ხმას არ იღებდა. ჩემკენ იყო მოტრიალებული და პირდაპირ თვალებში მიყურებდა.

-არ აპირებ გადასვლას?

-ცივა გარეთ. - სახე მოვმანჭე. - არ გეცოდები? ძაღლს არ გააგდებენ ქუჩაში ისეთი ამინდია.

-ანუ გცივა.

-მცივა.

-მაშინ სანამ სახლამდე მიგიყვან, ყავა დავლიოთ, გაწყობს?

არ მჯერა! ყავაზე დამპატიჟა! ჩემმა ცხოვრების სიყვარულმა ახლა, ამწამს, ყავაზე დამპატიჟა. შინაგანად ვყვირი.

-მაწყობს!

16:20

ყავით ხელში, უკვე მანქანიდან გადმოსულები ვიყავით, ჩვენ წინ კი თბილისი ხელისგილზე მოჩანდა.

მაუწყებელიWhere stories live. Discover now