უკვე 1თვეა მე და ჯონგუქი ერთად ვართ, თუმცა ეს ჩვენს გარდა არავინ იცის. ის ისევ ძალიან კარგად მექცევა. ნუ ალბათ ცოტათი ეჭვიანი გახდა, თუმცა ცოტაოდენი ეჭვიანობა შეყვარებულებს შორის ნორმალურია. რამდენიმე კვირით ჩემმა მშობლებმა ქვეყანა დატოვეს, ჯონგუქმა კი მასთან გადასვლა შემომთავაზა. თავიდან უარი ვუთხარი, მაგრამ ბოლოს დავთანხმდი. ის დამპირდა რომ არ შემეხებოდა.
სკოლის პრეზენტაციისთვის დაგვაწყვილეს. მე მეწყვილედ ახალი მოსწავლე, თეჰიონი შემხვდა. ჯონგუქს არ სურდა თეჰიონის სახლში მარტო გავეშვი ასე რომ გადავწყვიტე თეჰიონი მიმეყვანა ჯონგუქის სახლში. ამაზე ჯონგუქიც თანახმა იყო.იმ დღის მერე "მისტერ ჯეონი" სკოლაში არ გამოჩენილა. თეჰიონი მას არ იცნობდა შესაბამისად ვერ გაიგებდა რომ ის ჩემი 23წლის შეყვარებული იყო.
მე და თეჰიონი სკოლდან ერთად მოვედით რათა პრეზენტაცია გაგვეკეთებინა, მაგრამ სახლში ჯონგუქი არ დაგვხვდა. პრეზენტაცია მალე დავასრულეთ და სხვადასხვა თემებზე დავიწყეთ საუბარი.
თეჰიონი ძალიან მხიარულია. ის ნამდვილად კარგი ადამიანია. სიცილმა ისე ჩაგვითრია, რომ ვერ შევამჩნიეთ თუ როგორ შემოვიდა ჯონგუქი სახლში.
აშკარად არ ესიამოვნა ის ფაქტი რომ "ვერ შევამჩნიეთ".გადავწყვიტე გამენეიტრალებინა მისი ბრაზი. მასთან მივედი და ნაზად მივეხუტე თუმცა თავად არ ჩამეხუტა რამაც ცოტა გული დამწყვიტა.
--"ქუქ კარგია, რომ დაბრუნდი."--ღიმილით ვუთხარი მე--"გაიცანი, თეჰიონი, ჩემი ახალი კლასელი. თეჰიონ გაიცანი ჯონგუქი, ჩემი შეყვარებული."
მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
--"ისე არ მეგონა რომ შეყვარებული გყავდა.."--თქვა თეჰიონმა და უხერხულად ჩაიცინა.
ჯონგუქმა მას მომაკვდინებელი მზერით შეხედა. შემდეგ ჩემი ხელი ხელებს შორის მოიქცია და თეჰიონს ცივად უთხრა:
YOU ARE READING
*PSYCHO*ფსიქოპატი Jeon Jungkook
Mystery / Thrillerყველას ქონია თინეიჯერული გატაცება,თუმცა ეს გატაცებადვე დარჩენილა. შენც ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე ხარ, რომელსაც მოგხიბლავს იდუმალი, ასაკით უფროსი ბიჭი. რა მოხდება, როდესაც გაიგებ, რომ ეს გატაცება ორ მხრივია? რა მოხდება, როდესაც მის ფსიქოპატ მხარეს...