ნაწილი 1

434 22 5
                                    

კიდევ ერთი მოსაწყენი დღე. თავი ძლივს-ძლივობით ავწიე საწოლიდან და ხელი ტელეფონს ვსტაცე, რომ მაღვიძარის ნერვების მომშლელი  წრიპინი როგორმე გამეჩერებინა.

ტელეფონს დავხედე დაა...ამის დედაც! კიდევ არასწორად დავაყენე მაღვიძარა.წესით უკვე სკოლაში უნდა ვიყო!

სასწრაფოდ წამოვხტი საწოლიდან და აბაზანაში შევვარდი. 1საათიანი ზოზინის შემდეგ როგორც იქნა თავი დავაღწიე აბაზანას, შავი ქვედაბოლო და უბრალო, თეთრი მაისური ჩავიცვი, ჩანთა ზურგზე მოვიკიდე და სახლიდან უკან მოუხედავად გავვარდი.

სკოლის შენობას მივუახლოვდი, როდესაც უკნიდან რაღაც ჩამომეკიდა. დილიდან ისედაც ნერვები საშინლად მაქვს აწეწილი. თვალები დავაბრიალე და ხელი უკან ვისროლე რომ ის ,,რაღაც", რასაც ემა ჰქვია და ჩემი კლასელია, როგორმე ჩამომეგდო.

--აუჩ! რა უხეში ხარ!

--ზურგზე შენ მომახტი!

--სულ ასე არაა? რაიყო, ცუდ ხასიათზე ხარ?

--არაფერია, უბრალოდ ლამის დავაგვიანე.

ემა ჩემს უკან გაიხედა და დიდი, მწვანე თვალები გაუბრწყინდა.

--ნანა! უკან მიიხედე, მალე!-- წაიჩურჩულა მან.

მეც მისი საქციელებისგან მობეზრებული უკან შევტრიალდი და მოსწავლეებს თვალი მოვავლე.

--მივიხედე, მერე?

--იმ ბიჭს ხედავ? ჩარლზის გვერდით რომ დგას.

--ხომ ვხედავ, მერე?

--დირექტორის შვილია.

--რა? მას სკოლა დამთავრებული აქვს, აქ რა უნდა?

--დირექტორი შეუძლოდაა და დღეს მას ჩაანაცვლებს... ჰეი ნანა ზედმეტად ხომ არ აშტერდები?

უეცრად გონზე მოვედი, მაგრამ უკვე გვიანი იყო, იმ ბიჭმა...იმ ბიჭმა შემომხედა.

საშინლად შემრცხვა, უკან მოვტრიალდი და სკოლის შენობაში შევვარდი. გაოცებული ემაც გამომეკიდა.

*PSYCHO*ფსიქოპატი Jeon JungkookWhere stories live. Discover now