(ბონუსი II)
თვალი გავახილე....მეგონა ეს ყველაფერი უბრალოდ კოშმარი იყო, ნუ ყოველ შემთხვევაში ვიმედოვნებდი მაინც...თუმცა არა. თავი ისევ იმ საზარელ სარდაფში ამოვყავი, უფრო მეტიც, ახლა ჩემს წინ ჯონგუქი იდგა და პატარა გაზქურაზე ქვაბს ურევდა.
--"იცი ეს რა არის პატარა ბაჭიავ?"შემაძრწუნებელი ღიმილით მკითხა მან.
მე თავი გავაქნიე.
--"ეს ცვილია....იცი ადამიანის კანზე რომ დაასხა რა მოხდება? ჰაჰ! რა თქმა უნდა არ იცი, თუმცა გპირდები მალე გაიგებ, ჩემო პატარა გვირილა. ჯერ ცვილი საკმარისად უნდა გაცხელდეს. მანამ კი მითხარი...რატომ ჩახვედი სარდაფში? მე ხომ აგიკრძალე? რატომ არის ჩემი პატარა გოგონა ასეთი გაუგონარი?""ის ძალიან მშვიდად საუბრობდა და ნელი ნაბიჯებით მიახლოვდებოდა, უეცრად შეჩერდა და დაიღრიალა ""რატომ?!!""
შემეშინდა...ფეხზე ვერ მოვასწარი წამოდგომა და უბრალოდ უკან გავხოხდი. თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი ისე დაავლო ქვაბს ხელი და ჩემკენ წამოვიდა.
""თამაში წააგე პრინცესა...გიპოვე, თუმცა ვიცი ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ ჩემთან არ დარჩები და ვერც ენას გააჩუმებ...ასე რომ...იძულებული ვარ დაგიტოვო, როგორც პატარა, ლამაზი მანეკენი.""
თვალები ამიცრემლიანდა... დავინახე მისი თვალები....თვალები, რომლებიც ერთ დროს ჩემს მიმართ სითბოს და სიყვარულს ასხივებდნენ... საყვარელი ადამიანის თვალები... თვალები, რომლებშიც რთული სიტუაციის დროს კომფორტს ვეძებდი...და ვპოულობდი კიდეც......თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარად იყო. ამ თვალებში სიცარიელე იყო, რაღაც მანიაკურიც.
YOU ARE READING
*PSYCHO*ფსიქოპატი Jeon Jungkook
Mystery / Thrillerყველას ქონია თინეიჯერული გატაცება,თუმცა ეს გატაცებადვე დარჩენილა. შენც ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე ხარ, რომელსაც მოგხიბლავს იდუმალი, ასაკით უფროსი ბიჭი. რა მოხდება, როდესაც გაიგებ, რომ ეს გატაცება ორ მხრივია? რა მოხდება, როდესაც მის ფსიქოპატ მხარეს...