გადაწყვეტილება მივიღე...
აქ ვეღარ გავჩერდები...
სულ შეიშალა, არ ვიცი რა წამოუვლის თავში. იქნებ მომკლას?
სანამ სახლში არ არის უნდა გავიქცე. ეს კვირებია ისედაც გვიან ბრუნდება, სანამ არ დაღამდება არ მოვა.
ტანსაცმელი ჩემოდანში ჩავყარე და ტელეფონის ძებნა დავიწყე.
ბოლოს გუშინ, ღამე მეჭირა და მისაღებ ოთახში, პატარა მაგიდაზე დავტოვე.
კიბეებს სწრაფად ჩავუყევი და ტელეფონის ძებნა დავიწყე, თუმცა არსად იყო.
გასაგებია....
ჯონგუქმა წაიღო...
ტელეფონის დედაც, რადროს ესაა?
ჩემოდანი ჩამოვიტანე და კარებთან მივირბინე, მაგრამ სანამ კარებს გავაღებდი იგი თავისით გაიღო.
სახლში ჯონგუქმა შემოაბიჯა. ალკოჰოლის და სიგარეტის სუნი მისი სუნამოს სურნელს შეხამებოდა.
ადგილზე გავიყინე...
შემეშინდა...ჯერ ჩვეულებრივად შემომხედა, რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა და უეცრად შეჩერდა. ამათვალ-ჩამათვალიერა და თვალები დაუბნელდა, გაუბოროტდა.
--"საით გაგიწევია?" თქვა უჩვეულოდ მშვიდი ხმით. ვერც კი იფიქრებდი, რომ ეს ადამიანი მოძალადე იყო.
--"ჯონგუქ, მე..." აზრი აღარ ჰქონდა რამის დამალვას. გეგმა ჩამეშალა, ვეღარსად წავიდოდი.
დავნებდი...
--"წასვლა მინდა...აღარ მინდა აქ დარჩენა..დავიღალე, გთხოვ..."
ჯონგუქმა ჩაიცინა, თითქოს ამას მოელოდა...არა!...იცოდა...მან ყველაფერი იცოდა.
კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა
--"ვიცი რასაც გრძნობ, პრინცესა..."თქვა და ჩემს თმას ხელი ჩამოუსვა, ნაზად ჩემი ხვეულებით თამაში დაიწყო."გაგიშვებდი თუმცა...ასე ადვილად არა..."ტუჩებზე ეშმაკური ღიმილი დაჰკრავდა.
რა თქმა უნდა, ასე უბრალოდ არ გამიშვებდა.
--"რა გინდა ჩემგან? მითხარი..."უკვე რაღაც საშინელებას მოველოდი.
--"ჰმმ..."დაფიქრდა და უეცრად თვალები გაუნათდა...პატარა ბავშვივით ჩაიცინა, რაც ყველაფერს უფრო საზარელს ხდიდა.
მომიახლოვდა, ჩემი კულულები თითზე დაიხვია და ჩუმი, თუმცა უცნაურად ბავშვური ტონით მითხრა:
.........
--""პატარავ, მოდი დამალობანა ვითამაშოთ...""
▪️▪️▪️▪️▪️
დიდი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა დავწერე😶
მოემზადეთ ბონუსისთვის💜
YOU ARE READING
*PSYCHO*ფსიქოპატი Jeon Jungkook
Mystery / Thrillerყველას ქონია თინეიჯერული გატაცება,თუმცა ეს გატაცებადვე დარჩენილა. შენც ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე ხარ, რომელსაც მოგხიბლავს იდუმალი, ასაკით უფროსი ბიჭი. რა მოხდება, როდესაც გაიგებ, რომ ეს გატაცება ორ მხრივია? რა მოხდება, როდესაც მის ფსიქოპატ მხარეს...