▪️(ბონუსი I)▪️
--"დ-დამალობანა?" შეშინებული ხმით ვიკითხე. დამალობანა? ნუთუ სულ ესაა? რაიმე უფრო რთულს მოველოდი.
ჯონგუქმა ჩაიცინა
--"დიახ, დამალობანა. მე ვიხუჭები, შენ იმალები. თუ გიპოვი სამუდამოდ ჩემთან დარჩები და თუ არა....მოგცემ წასვლის უფლებას...თუმცა ოცნების კოშკებს ნუ ააგებ, ჯერ არავის მოუგია ეს თამაში... აქედან მოსულს უკან აღარ გაუღწევია."
ვიცი, მცირე შანსია აქედან გავაღწიო, მაგრამ ამბობენ ,,ცდა ბედის მონახევრეაო". მეც ვცდი.
--"დაე ასე იყოს, გეთამაშები..."ვთქვი ახლა უკვე გამბედავი ტონით. გამბედაობის რა გითხრათ, მაგრამ რეალურად ძალიან მეშინოდა, თუმცა ვიცოდი, რომ ეს უნდა მეცადა მაინც.
ჯონგუქს სახეზე გამარჯვების ღიმილი დაეტყო, რამაც დამაეჭვა საკუთარ გადაწყვეტილებაში. ნუთუ გვიანია უკან დასახევად? ღმერთო რა სისულელეებზე ვფიქრობ?! ასე უბრალოდ ხომ არ დავნებდები?
--"კარგი პრინცესა...ჩემს ოთახში დავიხუჭები. 30წამი გაქვს დასამალად...მაგრამ...იცოდე, სახლიდან გაპარვაზე არც კი იფიქრო...." ამის შემდეგ უბრალოდ გამიღიმა და თავისი ოთახისკენ წავიდა. კიბეები აირბინა, ოთახში შევიდა და კარები ნელა დახურა. "30....29.....28...." მესმოდა მისი ხმა.
შიშისგან კანკალით დავიწყე დასამალი ადგილის მოძებნა. რომელიმე საძინებელი? მისაღები? სამზარეულო? პრიმიტიულია....
უეცრად გამახსენდა მიწისქვეშ პატარა ბიბლიოთეკა, სადაც ჯონგუქთან ერთად ჩვენს საყვარელ წიგნებს ვკითხულობდი. სწრაფად ჩავუყევი ხის კიბეებს, სულ ფეხის წვერებით, რომ მას ჩემი ნაბიჯების ხმა არ გაეგო.ბიბლიოთეკაში ექვსი, მაღალი, სახელგანთქმული მწერლების ნაწარმოებებით სავსე წიგნების კარადა იყო, ძველი ხის მაგიდა და სკამები. არ ვიცოდი დასამალად რომელი იყო ყველაზე ნაკლებად ცუდი ვარიანტი.
ბოლოს ერთ-ერთი კარადის უკან დავიმალე და დაღლილობისგან კედელს მივეყრდენი. რამდენიმე წამიც კი არ იყო გასული როდესაც ზურგიდან კედელი გამომეცალა და ძირს დავეშვი....ეს რაღა ჯანდაბაა...
ჯონგუქი უფრო და უფრო მაოცებს. ნუთუ რა არის ეს? დამალული სარდაფი? რაში სჭირდება?
სარდაფში რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, თვალი მოვავლე იქაურობას და შევნიშნე კედელთან ახლოს ჩამოფარებული უზარმაზარი, მუქი იასამნისფერი, ბარხატის ფარდა. გადავწყვიტე მის უკან დავმალულიყავი. მცირე იმედის ნაპერწკალმა დაიწყო გულში გაღვივება....
მივედი ფარდასთან..... გადავწიე და....
ფარდის უკან ოციოდე შიშველი მანეკენი დავინახე....ეს ყველაფერი იმდენად შემაძრწუნებელი იყო, რომ თავი ვერ ვაკონტროლე და წამოვიყვირე.
მანეკენების დანახვის შემდეგ ძირს დავიხედე და დავინახე თუ როგორ ეყარა ადამიანის სისხლიანი კიდურები, შუაში კი შავი ტომარა რომლიდანაც გოგონას სახე და ოქროსფერი თმა ჩანდა....
შიშისგან გონება დავკარგე.....
YOU ARE READING
*PSYCHO*ფსიქოპატი Jeon Jungkook
Mystery / Thrillerყველას ქონია თინეიჯერული გატაცება,თუმცა ეს გატაცებადვე დარჩენილა. შენც ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე ხარ, რომელსაც მოგხიბლავს იდუმალი, ასაკით უფროსი ბიჭი. რა მოხდება, როდესაც გაიგებ, რომ ეს გატაცება ორ მხრივია? რა მოხდება, როდესაც მის ფსიქოპატ მხარეს...