4

580 27 1
                                    

-აეთრიე ჩემი საწოლიდან! - მესმის ანიკოს და მარიამის ოთახიდან ყვირილი მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.

-შენ ჩემი ხალათი გაიხადე მაშინ! - არც ანიკომ დააკლო. ღმერთო ნეტავ მცოდნოდა ამ ორს ყველა დეტალზე წაკინკლავება როგორ შეეძლოთ.

-ბარბიი გამოდი რა ჭარხლის სალათი გამიკეთე, ერთი კვირაა გეხვეწები დალპა ეს ჭარხალი! - ახლა ლანას ძახილი მესმის. ღმერთო შაბათ დილასაც რომ არ გაცლიან ძილს. სწრაფად წამოვდექი, არც ხელპირი დამიბანია ისე მოვიცვი ხალათი და სამზარეულოში გავედი.

-დილა მშვიდობისა ბარბარე, როგორ გეძინა? კარგი იყო ხვრინვა? ხოო? მაპატიე მაგრამ ახლა მაგის დრო არ გვაქვს გვშია და ყველა შენ გელოდებით. - მეუბნება ანიკო რომელიც მისაღებში იჯდა მარიამთან ერთად და ვამპირის დღიურებს უყურებდა.

-ამ დილაუთენიას რა ჭარხლის სალათი აგიტყდათ.

-მაგას აუტყდა, მგონი ორსულადაა და თვითონაც არ იცის. ლანილ აბა მამა ვინაა?

-მარიამ გოგიშვილო შენ შენს თავს მიხედე, რა ორსული რის ორსული ერთხელ მაკოცა ბიჭმა.

-შენი ქალიშვილი ჰორმონების ამბავი რომ ვიცი კოცნაც დაგაფეხმძიმებდ - ახლა ანა აყვა მარიამს.

-ჰო, თან როგორც გვიმტკიცებ თვქენი ქიმია და მისი ვნება განადგურებს ხელებში არ ჩააკვდე ეს ორსული ქალი.

-შენც ბარბი? შენც გოგო? კაი გეყოს სალათ გაგვიკეთე ახლა, ჩემზე თუ არა ბავშვზე მაინც იფიქრე.

ნელ-ნელა და ხალისიანად გადიოდა სწავლის დღეები, ორმაგად ხალისიანად კი ვიქენდები. ჩემი მშობლებისგან ისევ არაფერი ისმოდა, არც გიაკოსგან. მაგრამ ანიკოსგან ვიცოდი რომ ისიც თბილისში იყო, ჩემს ნახვას და კონტაქტს ერიდებოდა. გული მწყდებოდა მაგრამ თან ვბრაზობდი, მას თუ შეეძლო ასე დავევიწყებინე, მეც შემეძლო მისი დავიწყება და მისთვის ზურგის შექცევა.

შემიყვარეWhere stories live. Discover now