27

239 27 22
                                    

საღამოსკენ, უკვე კარგად რომ გადაცდა ათ საათს, ყველა მისაღებში შევიკრიბეთ და ჯერჯერობით არავის არ ეტყობოდა რომ ეძინებოდათ, ჩემდა საუბედუროდ რაღა თქმა უნდა. რაც უფრო მალე დაიძინებდა ყველა მით უფრო მალე მოვახერხებდი დემეტრეს ნახვას.

ძილი კი არა ცოტნე და გიორგიც კი გოგოებთან ერთად თურქულ სერიალს უყურებდნენ და მიმდინარე სცენებს კომენტარებით ამკობდნენ, ეკრანზე ძალიან ლამაზი გოგო ჩანდა რომელიც ცოტნეს ძალიან მოსწონდა, მაგარი მსახიობიაო იძახდა ბებიაჩემს უყვარსო, ეკრანზე გოგო ბოლო ხმაზე უყვიროდა კოსტუმში გამოწყობილ კაცს. მათი ჩხუბის შემყურე მეც კინაღამ სულ დამავიწყდა რისი თქმაც მინდოდა დემეტრესთვის.

დემეტრეც მშვიდად იჯდა და ხელში ტელეფონს ატრიალებდა, გვერძე ჩემი ძმა ეჯდა რომელიც ხანდახან ალმაცერად გახედავდა და წარბებს შეკრავდა ხოლმე, ალბად იმის გამო რომ დემეტრე მე მიყურებდა და გიაკოც ამჩნევდა ამას. დემეტრე თვალს არ მაცილებდა. არ ვიცი ჩვენ სამის გარდა ამ დაძაბულ სიტუაციას და გაცივებულ ჰაერს ვინ ამჩნევდა მაგრამ მე ადგილზე ვეღარ ვიჯექი მოუთბენლობისგან და უხერხულობისგან. მეგონა წუთი წუთზე უნდა ამდგარიყო გიაკო და დემეტრესთვის დაერტყა. მაგრამ დემეტრეს ჩვეული სიმშვიდე შეუმჩნევლად ანეიტრალებდა სიტუაციას. მასაც გიაკოსავით ცქმუტვა რომ დაეწყო, ჩხუბი გარანტირებული მეგონა.

უცბად, გიაკო ფეხზე ადგა და მე შემომხედა.
-ადე წავედით. - მათეც მოულოდნელად ადგა და მე დამელოდნენ.
-მოიცა კაით რა რა დროს წასვლაა, დარჩით ვაფშე თქვენც ამაღამ. - უცბად შეეწინააღმდეგა მათე და მეორე მათეს გახედა.
მე ხმას არ ვიღებდი, გიაკოს რომ სდომებოდა, მე აქ კი არა თბილისშიც ვეღარ დავრჩებოდი საცხოვრებლად, მაგრამ ეს წარსულში იყო დარჩენილი, იმ დროში როდესაც ბადრი ბერიას ყველა სიტყვა ხმალივით ძლიერად მირტყავდა ტვინში და მაინც რომ იმას მაკეთებინებდა რაც თავად სურდა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Oct 01 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

შემიყვარეWhere stories live. Discover now