26

223 24 26
                                    

დემეტრესთან ლაპარაკმა მხოლოდ ერთ რამეში დამარწმუნა, რომ მასთან სიახლოვე და მასთან ერთად ყოფნა თუ მინდოდა, მის კომპრომისებზე წასვლა აუცილებლად მომიწევდა.

მე, გოგოს რომელსაც ბავშვობიდან ხან მამა ხანაც უფროსი ძმა აკონტროლებდა, იმის გამო რომ არავის არაფერი ეთქვა, იქნებოდა ეს ჩვენი სოფლის მაცხოვრებლები რომლებიც ზოგი ნათესავი იყო ზოგი კი ძირძველი მეზობლები, ახლა რატომ არ მაწუხებდა დემეტრეს კონტროლისკენ მიდრეკილი მხარის დანახვა ვერაფრის დიდებით ვერ ვიგებდი.

განა იმიტომ არ წამოვედი სახლიდან რომ მამაჩემის საქციელს ვერ ვიტანდი და ვერ ვეგუებოდი, იმიტომ რომ გიორგიმ მაშინ არ გააკონტროლა სიტუაცია როცა ეს ყველაზე საჭირო იყო. იმიტომ არ წამოვედი სახლიდან რომ გათხოვებას მიპირებდნენ, მოტაცებულს ვინღა დაიბრუნებს ან წაიყვანსო.

ახლა დემეტრე პირველის საქციელს იმავე თვალით რატომ ვერ ვხედავდი რითაც მამაჩემის ან თუნდაც დედაჩემის და ჩემი ძმის, ვერ ვიგებდი. სიყვარული ბრმა არისო კი ამბობენ მაგრამ, მე არ მჯერა იმის რომ დამაკნინებელი თვისებების გატარება და მათზე თვალის დახუჭვა სიყვარული არის.

არადა, მიყვარდა კიდეც დემეტრე. ამან მისი ბოლო სიტყვები გამახსენა - მიყვარხარ მაგრამ მაგაზე მერე იყოსო.

ჭამის შემდეგ ბიჭებმა მაგიდის ალაგება არ დაგვაცადეს, მხოლოდ მათე სურმანიძე და გიაკო ბერია იდგნენ გულხელდაკრეფილები და თვალებს ხან ბიჭებს აყოლებდნენ წინ და უკან, ხან კი მე და ანიკოს გვიბრიალებდნენ. მათეს შემხედვარეს ის საღამო მახსენდებოდა როცა მომიტაცა, ჩემდა გასაკვირად არც გული მიფრიალებდა შფოთვით და არც სევდა მეუფლებოდა.

მათე მაღალი ბიჭი იყო, გიაკოზე ბევრად მაღალი. ძალიან ლამაზი თმა ჰქონდა და ღია ცისფერი თვალები, წვერი მოშვებული ჰქონდა და ხელზე სამაჯური ეკეთა წარწერით "უფალო შეგვიწყალენ". მაშინ, იმ მარიამობის ღამეს თვეების წინ რომ გეკითხათ ძალიანაც მომეწონა ერთი შეხედვით, მერე მარტო რომ დავრჩით და კოცნაზე უარმა გაანაწყენა ყველამ კი იცის იმ ამბავს რა მოყვა.

შემიყვარეWhere stories live. Discover now