Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
ვიკი იჯდა ბარში ვიაიპ ადგილზე და თავის მეგობარს ლუსიას, ელოდებოდა.
კლუბებში მას კარგად იცნობდნენ...ქალაქში ყველა კლუბს ხშირად სტუმრობდა. რატომაც არა,როცა ულიმიტო ფული გაქვს? ის განებივრებული მამიკოს გოგო იყო და ამას არც უარყოფთა.
ის ვინსენტ მორეტის ქალიშვილი იყო.ბნელი სამყაროს ბოსის. ვიკი ყოველთვის მოოქროვილი თეფშიდან ჭამდა და რასაც,კი ხელს დაადებდა უკვე მისი იყო.
უმეტესად ბნელ სამყაროში ქალები ძალიან მკაცრად იცავდნენ წესებს და უნდა დამორჩილებოდნენ,მაგრამ ვიკი ასე არ ცხოვრობდა. ვინსენტისთვის ერთადერთი ქალიშვილი იყო და როგორც პრინცესა ისე იყო... თავისუფლება ჰქონდა და რასაც უნდოდა ყოველთვის იმას აკეთებდა..მართალია დაცვის კაცი სულ დაყვებოდა , მაგრამ ეს ხელს არაფერში უშლიდა და აწუხებდა.. მიჩვეული იყო..
სვავდა ბეილის და ირგვლივ იყურებოდა. ქალი და კაცი ერთმანეთს უღიმოდა,მეორე მხარეს ქალი და კაცი ერთმანეთს კოცნიდა..უნდოდა ეთქვა ,რომ იქნებ ოთახი მოეძებნათ.
ალბათ ახლანდელმა დაშორებამ იმოქმედა.. იმის მიუხედავად, რომ თვითონ მიატოვა ბიჭი. არ იყო ნაღვლიანი ამის გამო. ის არასდროს უყურებდა ურთიერთობებს სერიოზულად. რადგან არასდროს ჰქონია ისეთი ურთიერთობა, როგორიც ყოველთვის სურდა. ისინი ყველა ძალიან მოსაწყენები იყვნენ მისთვის.
??? - ვიკი..
გაიხედა და დაინახა თავისი მეგობარი ლუსია ვარნერი. მას ლამაზი შავი თმები და ლურჯი თვალები ჰქონდა.