ვიკი მანქანაში იჯდა ისევ , ჯანგკუკი კი გადასული იყო და კარებთან იდგა.
ვერ იჯერებდა იმას, რაც გააკეთა. ამდენი წელი მის ირგვლივ კედლებს აშენებდა და რამოდენიმე წყთში დაინგრა.
ეს ისე არ იყო, რომ არ უფიქრია ან არ იცოდა რას აკეთებდა. მაგრამ აინტერრსებდა ზუსტად როდის დაკარგა ამაზე კონტროლი? ვიკის ბავშვური სახის და ლამაზი დიდი თვალების გამო მოხდა? ან მაშინ დაიწყო როცა ვიკი იწვევდა მას და ყოველთვის ეფლირტავებოდა?
ბევრჯერ უთხრა, რომ ის არ იყო ვისთანაც უნდა ეთამაშა ვიკის. მაგრამ ეს რამდენჯერაც აე უნდა ეთქვა გულის სიღრმეში იცოდა, რომ მოსწონდა ვიკის პატარა თამაშები.
ხედავდა ყოველთვის როგორი ჯიუტი იყო ვიკი... რა თქმა უნდა ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ვინსენტ მორეტის შვილი იყო.ფიქრობდა ჯანგკუკი , რომ უკან დაიხევდა ან საერთოდ შეეშინდებოდა ვიკის, მაგრამ ასე ნამდვილად არ მოხდა. პირიქით უფრო და უფრო მეტს ინდომებდა.
და აი აქ დამარცხდა ჯანგკუკი.მისი გრძნობები მისაკუთრების, ზრუნვის, სურვილის და რამხელა ეფექტს ახდენდა ვიკი მასზე.... ასე არასდროს ყოფილა.. პირველად ხდებოდა ასე.
არც ფელისიასთან ყოფილა მსგავსი რამე. მხოლოდ ცუდი და საშინელი გარემოებები იყო.
YOU ARE READING
პატარა თოჯინა / დარჩი ახლოს!
Fanfiction🔞🔞 ასაკობრივი სხვაობა მამის მარჯვენახელის შეყვარება შეძლებს თუ არა ვიკი ჯანგკუკის გრძნობების გაღვიძებას?