.5.

32 3 6
                                    

ორი დღეა ველოდები მადელინს. სოც-ქსელებში არ შემოდის. იმედია რამე არ მოხდა. მინდა, რომ ჩემს გრძნობებზე ვუთხრა. გული ჯერ კიდევ მიფრიალებს. ისე გამეხარდა ეს ამბავი, რომ გულმა ცეკვა დაიწყო და ჯერ კიდევ არ ჩერდება. ნიქსი დამცინის კიდეც. ლაწირაკი.

დილას საუზმის შემდეგ, ოთახში ავედი და ლეპტოპში ძრომიალი დავიწყე. საინტერესო დორამას ვეძებდი. ამ ძებნისას კი, უეცრად ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა და ამ ფიქრებიდან გამომარკვია. ტელეფონს ხელი ვტაცე და ვისაც ველოდი ზუსტად ის იყო. მადელინი.

M: „იუნ, როგორ ხარ?"

Y: „კარგად, შენ?"

M: „მეც კარგად. რას შვები?"

Y: „კომპიუტერში ვარ შემძვრალი. დორამას ვეძებ."

M: „უიმე."

Y: „მადელინ, რაღაც მინდა გკითხო."

M: „გისმენ, იუნ."

Y: „რამოდენიმე დღის წინ გუკიმ მითხრა მადელინს უყვარხარო."

M: „რაო? აუ მოვკლავ მაგ ბავშვს."

Y: „მადელინ, ეს სიმართლეა?"

M: „ამმ... კი."

Y: „მართლა გიყვარვარ?"

M: „კი."

Y: „მადელინ, მეც მიყვარხარ."

M: „რა? მართლა?"

Y: „კი, მართლა."

M: „ვაიმე, ძალიან მიხარიააა."

Y: „მეცცც."

M: „იუნა, იქნები ჩემი შეყვარებული?"

Y: „რა თქმა უნდა კიიიი."

ძალიან ბედნიერი ვარ. გული ამომივარდება ახლა. ვხტუნაობ და სიხარულისგან აქეთ-იქით დავრბივარ. ფოენიქსის ოთახში შევვარდი და მას ჩავეხუტე. ნიქსი გამოშტერებული მიყურებდა.

-ნიქს, მადელინმა მითხრა ჩემი შეყვარებული იყავიო. -ვიყვირე სიხარულისგან. კიდევ კარგი, სახლში მშობლები არ იყვნენ.

Happily Ever AfterWhere stories live. Discover now