.21.

19 2 4
                                    

*4 წლის შემდეგ*

-მინ, და რას გვეტყვით სიყვარულზე?

-სიყვარული საკმაოდ რთული თემაა. ყველას სხვა და სხვა ნაირად ესმის ეს. ჩემთვის სიყვარული რაღაც უცნაური გრძნობა. როდესაც ვინმე გიყვარს, მისი გაკეთებული ყველაფერი მოგწონს. ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გაჩუქოს ყვავილები, წაგიყვანოს სადილზე და გაჩუქოს საჩუქრები. მაგრამ, როცა ამას შენი საყვარელი ადამიანი აკეთებს, ეს უფრო მნიშვნელოვანი ხდება შენთვის.

-და თქვენ გყავთ საყვარელი ადამიანი?

-სიმართლე რომ გითხრათ, მიყვარს ერთი ადამიანი. თუმცა, მას სხვა უყვარს. ის სხვას ეკუთვნის. ერთად ვიყავით სამი წელი. თუმცა, მას სხვა შეუყვარდა და ახლა არის მასთან ბედნიერი. -ღიმილით ვამბობდი.

ინტერვიუ მალევე დასრულდა. მანქანაში ჩავჯექით მე და გოგოები და ჩვენი სახლისკენ წავედით. ფანჯრიდან ვიყურებოდი და ვცდილობდი, რომ ეს უაზრო ფიქრები თავიდან მომეშორებინა. თუმცა, უშედეგოდ. იეჯის ხელი ვიგრძელი მხარზე.

-იუნ, კარგად ხარ?

-არ ვიცი.

-ის გენატრება?

-ჰო, ჩემი პატარა მენატრება. -ცრემლები ვეღარ შევიკავე, თავი დავხარე და ავტირდი. იეჯი მომეხვია და მამშვიდებდა.

-იუნა, უნდა გაუშვა ის. უნდა დაივიწყო.

-არ შემიძლია... იეჯ, მე ის ძალიან მიყვარს. მთელი გულით. ის ჩემი პირველი და ერთადერთი სიყვარულია. -ტირილით, ძლივს-ძლივობით ვთქვი და ცრემლები მოვიწმინდე.

ხმა აღარ ამოგვიღია არც ერთს. სახლში მისვლისას, მაშინვე ჩემს ოთახში ავედი და საწოლზე წამოვწექი. ჭერს ვუყურებდი და ფიქრების სამზაროში ვმოგზაურობდი. რაზეც არ უნდა მეფიქრა, ბოლოს მაინც მადელინზე მეფიქრებოდა. მის გახსენებაზე კი ცრემლებს ვერ ვიკავებდი.

Happily Ever AfterWhere stories live. Discover now