შუა დღისკენ მადელინმა მომწერა და შეხვედრა შემომთავაზა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. მალევე გავემზადე, ნიქსს დავემშვიდობე და გავეშურე დანიშნულების ადგილისკენ. მადელინი იქ იყო და მელოდებოდა. მისკენ ღიმილით გავიქეცი და ჩავეხუტე. მანაც მომხვია ხელები და ლოყაზე მაკოცა. როდესაც მოვშორდით ერთმანეთს, მადელინმა მითხრა.
-იუნ, ჩემ ძმას უნდა შენი გაცნობა. ხვალ გცალია რომ გაგაცნო?
-კი, მცალია. ერთი კვირა აქ ვიქნები და მთელი დღეები თავისუფალი ვარ.
-მშვენიერი. ხვალ გაგაცნობ მაშინ.
-კარგი.
ცოტა ხანს ვსეირნობდით და შემდეგ, კაფეში შევედით. ყავა და ნამცხვარი შევუკვეთეთ. საუბრისას ერთი ორი ფოტოც გადავუღე მადელინს. კაფეში ვიღაც შემოვიდა, თავიდან მეგონა, რომ მეჩვენებოდა. თუმცა, მან რომ დამინახა და ჩემსკენ წამოვიდა, მაშინვე მივხვდი, რომ ის იყო ვინც მეგონა. ავდექი, მისკენ გავეშურე მეც და ჩავეხუტე.
-ჰობიუსს, მომენატრე.
-მეც მომენატრე, იუნიუსს.
-რატომ არ მითხარი თუ ქალაქში იყავი? არ გინდოდა ჩემი ნახვა?
-კი, მინდოდა. მაგრამ, ჯერ მადელინის ნახვა მინდოდა და მასზე ფიქრებში შენ გადამავიწყდი.
-ოხხ, იუნა. გპატიობ.
-გმადლობ. -ლოყაზე ვაკოცე მას.
-ჰობი. -მადელინი ჩვენთან მოვიდა და გადაეხვია ჰობის.
-ჩემი ორივე გოგო აქ ყოფილა. -თქვა ჰობიმ.
-ხო, შენი ფავორიტი წყვილი აქ ვართ. -ვუთხარი მე.
მაგიდას დავუბრუნდით სამივე და დიდხანს ვსაუბრობდით. ჰობი ჩემი საუკეთესო მეგობარია. ასევე, მადელინის საუკეთესო მეგობარი. ჰობიმ გასართობი იდეები შემოგვთავაზა და ჩვენც დავთანხმდით. გასართობ პარკში და ზოოპარკში წაგვიყვანა. ჩუმ-ჩუმად ფოტობიც გადაგვიღო ჰობიმ.
მთელი დღე აქეთ-იქით გვატარა ქალაქში და ძალიან კარგადაც გავერთეთ. ჰობიუსი ძალიან მხიარული და საყვარელი ადამიანია. ძალიან მიყვარს მასთან საუბარი და გართობა.
საღამოს, როდესაც სასტუმროში დავბრუნდი, ნიქსი ნომერში არ დამხვდა. ალბათ, ისევ სადმე შეხვედრაზეა. საწოლზე წამოვწექი და ჭერს მივშტერებოდი. დღევადელ დღეზე ვფიქრობდი და მეღიმებოდა.
კარის ხმამ გამომაფხიზლა ფიქრებიდან. ნიქსი შემოვიდა ნომერში. მაშინვე წამოვხტი საწოლიდან, მასთან მივირბინე და ჩავეხუტე. ნიქსს გაეღიმა და მანაც მომხვია ხელები. ლოყაზე ვაკოცე და საწოლისკენ წავათრიე. დავწექით ერთად ჩახუტებულები და მისი თმით ვთამაშობდი.
-აბა, როგორ გაატარე დრო მადელინთან. -მკითხა მან.
მეც მოყოლა დავიწყე და ყველაფერი დეტალურად მოვუყევი მას. თან ვიღიმოდი. მას კი ეცინებოდა ჩემს ემოციებზე და რეაქციებზე. რაღაცეებზე მეხუმრებოდა კიდეც.
-მშვენივრად გაგიტარებია დრო მადელინთან და ჰობისთან.
-ჰო. შენ როგორი დღე გქონდა?
-დამღლელი. ეს კომპანიის საბუთები შემიწირავს.
-ეჰჰ, ძნელია ხო მუშაობა. რომ დავამთავრებ სწავლას, მერე შენ მასწავლე რაღაცეები და დაგეხმარები კომპანიის საქმეებში.
-ჩემი მზრუნველი დაიკო. -გულში ჩამიკრა მან.
-ჩემი საყვარელი ძამიკო. -ცხვირზე ვაკოცე.
-სულ იძახიან ჩემი ძმაკაცები ნეტავ პატარა და არ მყოლოდაო და ყვებიან როგორ აწვალებენ ხოლმე. როგორც ჩანს, მე საუკეთესო დაიკო მყავს.
-მე კი საუკეთესო ძამიკო.
მან მთელი სახე დამიკოცნა. მე კი ვხითხითებდი. შემდეგ, ჩემი ჩანთიდან ამოვიღე წითელი პომადა, წავისვი და ლოყები დავუკოცნე ნიქსს. ფოტოებიც გადავიღეთ. ცოტა ხანს ვმაიმუნობდით, შემდეგ კი დასაძინებლად დავწექით და მალევე ჩაგვეძინა ორივეს.