-II-

6 0 0
                                    

"ყველაზე კარგია,როდესაც ბავშვობის მეგობრები შენთან ერთად იზრდებიან,მაგრამ არის რაღაცები,რის გაკეთებასაც ერთად ვერ ვახერხებთ.

მაგალითად,პაემნები,სხვანაირი ურთიერთობები.

მამაჩემი მეუბნებოდა:"თუ დამარცხდები,არა უშავს.თუ წარმატებას მიაღწევ,მაშინ ნამდვილი კაცი ხარ."

ადრე,მან მთელი გზა გაიარა იაპონიიდან ტაივანამდე.

სწორედ ამ რწმენით,  მან დედაჩემის გული მოიგო.

ჩემს იღბლიან ყელსაბამს ვფიცავ,თუ პირველ კურსდამთავრებულთა საცურაო კლუბის შეჯიბრში პირველ ადგილს მოვიპოვებ,ჩემს ცხოვრებაში დიდი წარმატების მიღწევის შანსი მეძლევა.

ეს დამეხმარება მეგობრობა სიყვარულად ვაქციო.

მაპატიე,პორშე. მე შეყვარებული შენამდე მეყოლება.

იუმი,დაელოდე ჩემი სიყვარულის ახსნას.

მოდით,აღვნიშნოთ ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემი სწავლის დამთავრებამდე."

ცურვისთვის განკუთვნილი შარვლით და მხრებზე პირსახოცით მიემართება აუზისკენ,სადაც ხალხია შეკრებილი და მონაწილეებიც.

ამაყად მიაბიჯებს ბილდი და საკუთარ თავში ოდნავადაც არ ეპარება ეჭვი. 

იცის,რომ გაიმარჯვებს,რადგან ის არასდროს მარცხდება. (რა თქმა უნდა,ბაიბლთან გადატანილი მარცხი არ ითვლება.)

თვალს ავლებს დარბაზს და ხედავს სასურველ პიროვნებას.

პატარა სხეულის გოგონა პლაკატს აფრიალებს ხელში და ბილდს უყურებს.

ბილდი წამებში ითიშება და დაჰიპნოზებული მაღლა სწევს ხელს.

ბავშვობის მეგობარ პორშეს უახლოვდება,რომელიც მასთან ერთად იღებს ამ შეჯიბრში მონაწილეობას.

WE BEST LOVE:NO.1 FOR YOU.Where stories live. Discover now