-IV-

3 0 0
                                    

ამ მომენტიდან დაიწყო ბილდმა გეგმის "გავანადგუროთ ბაიბლი" შესრულება.

      -----

-კინ,მორჩი?

-ორი წუთიც მოიცადე.მოდიან?-მაღალი სხეული თმის საშრობ ფენში ფხვნილს ყრის და ირგვლივ იყურება.

-აქეთ მოდიან.სწრაფად!-ჩურჩულებს ბილდი.

-მორჩა,მორჩა,წავედით!

სწრაფად გარბიან გამოსაცვლელიდან და კედლის უკან იმალებიან.

-ბაიბლ,შეიძლება ჯერ მე გამოვიყენო? 

-რა პრობლემაა, მაილ.

მაილი იღებს ხელში ფენს და თმის გაშრობას აპირებს,როდესაც...

მთელი სახე და გამოსაცვლელი თეთრი ფხვნილით არის მოსვრილი.

-ეს ვინ გააკეთა?ვინ არის ასეთი მოწყენილი?-ყვირის მაილი და სახიდან ფხვნილს იშორებს.

კედლის უკან ორი ბიჭი სიცილით იხრჩობა,თუმცა ის არ მოხდა რაც უნდოდათ.

-ჯანდაბა! სხვა გზა უნდა ვიპოვოთ.

ის ფხვნილი მხოლოდ ბაიბლს უნდა მოხვედროდა,თუმცა მაინც მიიღო.

                                                                                            -----

- მესროლე ბაიბლ!-უყვირის გუნდის წევრი ბაიბლს.

-ბაიბლ გადააწოდე!

-ყოჩაღ,კარგი ნასროლია.

-ცოტა შევისვენოთ.

ბიჭები კალათბურთის თამაშის შემდეგ დასასვენებლად სხდებიან.

-კარგი თამაში იყო.

-კი ნამდვილად გავერთე.

ბაიბლი პირსახოცით სახეს იწმენდს,როდესაც უცხო გოგონა წვენს აწვდის.

ყურადღებას იმ ადამიანისგან ვერ იღებს,ვისგანაც ყველაზე მეტად სჭირდება.

-გთხოვ,ეს დალიე.

ბაიბლი გოგონას უყურებს და ხვდება,რომ რაღაც რიგზე ვერ არის.

მაილი ხვდება,რომ ზედმეტად ბევრს ფიქრობს მისი მეგობარი,ამიტომ თვითონ ართმევს წვენს.

-უფასო სასმელს რა ჯობია!რატომ არ უნდა დალიო?

ხსნის ბოთლს მაილი და ნახევარი წვენი ზედ ესხმება.

სწრაფად გადასცა გახსნილი ბოთლი ბაიბლს.

-სულელო,მე რატომ მაძლევ?

-ახალი ტანსაცმელები მაცვია და ამიტომ.

ბაიბლი დაცარიელებულ ბოთლს უყურებს და ხედავს მარკერით სიტყვას:

სულელო.

ამ დროს,ბილდი და კინი ტელეფონებით აფიქსირებენ ამ სასაცილო მომენტს და იცინიან.

ბაიბლს ნაცნობი ხმა ესმის და მაღლა იხედება.

ხედავს ბილდს,რომელიც ეშმაკურად უღიმის და ახვედრებს,რომ ეს სწორედ მისი გეგმის ნაწილი იყო.

ბაიბლი თბილად უღიმის და თითქოს ნასიამოვნებიც კი არის,რომ ბილდი მისთვის ამდენს ცდილობს.

მისთვის ბილდთან პატარა კომუნიკაციაც და კონტაქტიც საკმარისია.






WE BEST LOVE:NO.1 FOR YOU.Where stories live. Discover now