-V-

4 0 0
                                    


ბილდისთვის უნივერსიტეტი დაწყების დღიდანვე კომფორტის ზონად იქცა.ასე მისი პოპულარულობის და კარგი მეგობრების წყალობით იყო.

ყოველთვის ცდილობდა სპორტით ან რაიმე პროექტით დაკავებულიყო.ეს ეხმარებოდა ბევრი არ ეფიქრა.

სულ მარტო იყო. 

როგორც ხდება ხოლმე.უნივერსიტეტში ცნობილ ბიჭს მშობლები არ ჰყავს, თავს მარტო გრძნობს და თავის თავში ჩაკეტილია.

მართალია,დედა დაკარგა და ეს მისთვის ძალიან რთული იყო,თუმცა მამა მაინც ჰყავს.ალბათ მისთვის ხმამაღლა იმის აღიარებაც კი რთულია,რომ მამა ჰყავს.

ის სხვა ქვეყანაშია.ბოლომდე ჩაფლულია თავის ბიზნეს საქმეებში.

თუმცა,ვერაფერს იტყვის. ფინანსურად ნამდვილად არაფერი უჭირს.ამაზე სწორედ ის,ბიზნეს საქმეებში ჩაფლული მამა ზრუნავს.

ცურვა მართლაც ამშვიდებს. ცურვა ის მეგობარია მისთვის,რომელთანაც საათობით შეიძლება საუბარი. მეგობარი,რომელიც ვერაფერს გეტყვის,მაგრამ ისიც საკმარისია,რომ გისმენს და შენთან არის.

ცურვის შემდეგ,ყველაზე კარგად თავს პიანინოზე დაკვრა აგრძნობინებდა.

ახსოვს დედამისი,რომელიც პიანინოზე ყოველ დილით უკრავდა და ასე აღვიძებდა მას.

დედამისის გარდაცვალების შემდეგ,სწორედ მისი გადაწყვეტილება იყო პიანინო დაკვრა უკეთესად ესწავლა.

ასე დედა არ დაავიწყდებოდა.

უნივერსიტეტის დამღლელი დღის შემდეგ,სწორედ პიანინოზე დაკვრა სჭირდებოდა.

მეგობრებს დაემშვიდობა უნივერსიტეტის მთავარ შესასვლელთან და თვითონ უკან დაბრუნდა.

გაემართა პატარა ოთახისკენ,სადაც პიანინო ეგულებოდა.

ჩანთა მოიხსნა,იქვე მიაგდო და კომფორტულად მოთავსდაგრძელი ხის სკამზე.ღრმად ჩაისუნთქა და თითები პიანინოს კლავიშებზე დაალაგა.აპირებდა ის მელოდია დაეკრა,რომელიც დედამისს ყველაზე მეტად ახსენებდა.

WE BEST LOVE:NO.1 FOR YOU.Where stories live. Discover now