-VI-

5 0 0
                                    

იუმი და პორშე ბილდის საუკეთესო მეგობრები არიან.

ბილდი ნამდვილად ბედნიერია,რომ ისინი ჰყავს,თუმცა ყოველთვის უჭირდა იმის აღიარება,რომ თავს მათ შორის საკმაოდ ზედმეტად გრძნობს.

ფიქრობს,რომ მისი ყოფნით არაფერი იცვლება და არც წასვლა შეცვლის.

ყოველთვის ასე ფიქრობდა.

თავმომწონე ბილდი თავს ზედმეტად გრძნობს.

დიდიხანი ცდილობდა სამეგობრო წრეში არსებული მსგავსი აურის მიზეზი გამოეცნო და საბოლოოდ მიხვდა,რომ ამის მიზეზი მისი გრძნობებია.

იუმის მიმართ.

ალბათ,გაგიკვირდებათ,თუ მოსწონს თავს ზედმეტად რატომ გრძნობსო,მაგრამ გრძნობდა,რომ პორშესთვის იყო ზედმეტი ტვირთი იუმისთან მისასვლელად და იუმისთვის პორშესთან დასაახლოვებლად.

ყოველთვის ასე ხდება. ასეა ფილმებშიც,წიგნებშიც,სერიალებშიც და რეალურ ცხოვრებაშიც.

როდესაც სამი ადამიანიდან აშკარად ორს იმ ერთის მიმართ აქვს გრძნობები,ერთი ყოველთვის იჩაგრება,ან მეორე.

ბილდს ძალიან არ უნდოდა მისი ეჭვები მართალი ყოფილიყო და ამას ყველანაირად ბლოკავდა გონებაში,თუმცა გულის სიღრმეში გრძნობდა,რომ მალე მოუწევდა ახალი ამბის გაგება.

აი,ეს დღეც დადგა.

ბილდი უნივერსიტეტის მთავარი შესასვლელის კიბეებზე ადის და თან ტელეფონში კინის გამოგზავნილ ფოტოს დაჰყურებს.

ფოტოს,რომელზედაც,რაღა თქმა უნდა,ბილდის განადგურების სია წერია.

-ჯანდაბა,რა უხარისხოდ გადაიღო!აქ როგორ უნდა წავიკითხო?-ფოტოს ადიდებს და სიტყვების ამოკითხვას ცდილობს,როდესაც...

როდესაც უნივერსიტეტში ბიბლიოთეკის გზაზე მიმავალ ორ ადამიანს ამჩნევს.

მათი ხმამაღალი საუბარი ბილდს ესმის.

-იუმი,ასე რატომ ვჩქარობთ?-ეკითხება პორშე და კიბეებზე სწრაფად არბის. იუმის მიჰყვება უკან პატარა ბავშვივით.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 23, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

WE BEST LOVE:NO.1 FOR YOU.Where stories live. Discover now