-III-

7 0 0
                                    


მწვრთნელი და პორშე უკან გაჰყვნენ ბილდს გასამხნევებლად.

ბილდი იღბლიან ყელსაბამს უყურებს და ეჭვი ეპარება,რომ ეს ყელსაბამი ნამდვილად იღბალის მომტანია მისთვის.

ასე,რომ იყოს მისი ცხოვრების ყველაზე დიდი წარუმატებლობა და უიღბლობა,ბაიბლი,ახლა არ გამოჩნდებოდა.

ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ყველაფრის გასაფუჭებლად.

ემოციების კონტროლი უჭირს,სხეული დაღლილობით ევსება და თვალებიდან წამოსულ ცრემლებს ვეღარ აკავებს.

ნამდვილად არ სურდა,რომ მის მეგობარს ასეთ მდგომარეობაში ენახა.

მისი ცრემლების შესახებ აუცილებლად გაიგებდა იუმი,ეს კი არ იყო მისი მიზანი.

ეს ჩაფლავებასა და დამარცხებას ნიშნავდა.

პორშე თავის ბავშვობის მეგობარს პირველად ხედავს ასე უკონტროლოს და ასე გაბრაზებულს.

გვერდით ჯდება და ცდილობს გაამხნევოს:

-არა უშავს,ბილდ. პირველ რიგში უსაფრთხოება.ნუ მოიწყენ.

მწვრთნელიც უახლოვდება და მხარზე ადებს ხელს გასამხნევებლად მის მეგობარსა და მოსწავლეს:

-აუზში ჩავარდნა არაფერია.არ იტირო.კარგი მხრიდან შეხედე ამ ყველაფერს.შენ  ყველა გიცნობს,პოპულარული ხარ.

ბილდის სმენას მხოლოდ ის ხვდება,რომ ტირის და ეს სხვებმაც შეამჩნიეს.

გაბრაზებული იშორებს მწვრთნელის ხელს.

-არ ვტირი!ჯანდაბა! ამდენი ადამიანის თვალწინ შემარცხვინა.

-აუზში თვითონ ჩავარდი.

-ჯანდაბა,ბაიბლ.მისი ბრალია!

მწვრთნელისკენ იხედება და ხვდება,რომ ამ ყველაფრის თავიდან არიდება შეიძლებოდა მას რომ ეთქვა ბაიბლის მოსვლის შესახებ.

-რატომ არ მითხარი,რომ ისიც მოდიოდა?

მისი მეგობარიც ხვდება,რომ აშკარად შარშია.

ნამდვილად შეეძლო ამის თქმა და ბილდის გაფრთხილება.

-მაპატიე.ვიფიქრე,რომ ახალ წევრს და მას ზუსტად ერთი და იგივე სახელი ჰქონდათ,მაგრამ აღმოჩნდა,რომ ის იყო.ბოდიში.

-დაივიწყე.დიდი ხანია,რაც ერთმანეთს იცნობთ.თქვენ ხომ კარგი მეგობრები ხართ!

პორშესგან ამ სიტყვის გაგონებაზე ბილდი უარესად ივსება ბრაზით.

მეგობრები?

საიდან მოიტანა?

მეგობრები?

მეგობრები არასდროს ყოფილან და არასდროს იქნებიან.

-მისი მეგობარი არ ვარ! სრული სისულელეა! ერთ სკოლაში ვიყავით,მაგრამ არ მეგონა,აქაც თუ შევხვდებოდი. არ მიფიქრია, რომ უნივერსიტეტშიც მისი ნახვა მომიწევდა! დიდი ხანია ვცდილობ თავის შეკავებას. არასდროს ვაპატიებ!

მისი მეგობარი მწვრთნელი ვერ ხვდება რაზე საუბრობს ბილდი.

პორშეს უბრუნდება:

-პორშე,რა თქვა ამწამს?

-იგულისხმა,რომ ბაიბლის განადგურება უნდა.

-ბილდ! მე შენთან ვიქნები,რაც არ უნდა მოხდეს. მოდი,ვაჩვენოთ ბაიბლს,რა შეგვიძლია!


WE BEST LOVE:NO.1 FOR YOU.Where stories live. Discover now