თვალებს ვახელ და ვრწმუნდები, რომ ზღვის ნაპირზე ვარ, ჩემ ირგვლივ არავინ და არაფერია, მხოლოდ პალმები, ჰორიზონტზე კი მზის ჩასვლას გავცქერი. ვხედავ ერთმანეთში როგორ ირევა წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი მზის სხივები, როგორ უერთდებიან ერთმანეთს და როგორ ეწყმიან ცის ულამაზეს ფერს, წუთები გადის, წამები, საათები და მზეც ქრება, მხოლოდ მისგან აქ-იქ თითო-ოროლად ამომავალი სხივები რჩება, რომელებიც საღამოს ცას მკრთალად ანათებენ და ულამაზეს მირაჟს ქმნიან ზღვის ტალღებზე. რამდენიმე მეტრის მოშორებით წყვილს ვამჩნევ, ზღვაში ჩასულან და ერთმანეთთან იმდენად ახლოს არიან თვალის გაშტერება მათზე მეუხერხულება, უბრალოდ სხვა მხარეს ღიმილიანი სახით ვიყურები და ვცდილობ მათ სიყვარულს, ვნებას არ ვუყურო. გონებაში კი ვფიქრობ როგორი ბედნიერები არიან, როგორი ახალგაზრდები და როგორ უხარიათ ცხოვრება. გული სიხარულით, სითბოთიდა ნეტარებით მევსება.
ფეხზე ვდგები, მოსაცმელს ვიცვამ, ნივთებს ვკრებ და სახლისკენ მივდივარ. მარტოობა ყველაზე საჭირო რამ იყო რაც ბოლო დროს ჩემი თავისთვის მიჩუქნია. მე- ადამიანს რომელსაც მუდმივად უყვარს საყვარელ ადამიანების გვერდით ყოფნა, სადღაც გულის სიღრმეში აუცილებლად სჭირდება მათგან დასვენებაც, მარტოობა ყველაზე მთავარია თუ შენი თავის გაგება გჭირდება. თუ გჭირდება რომ გააცნობიერო რა არის შენთვის აუცილებელი და როგორ უნდა განაგრძო ცხოვრება.