დეპრესია
მსოფლიო მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ჰგონია, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია დეპრესია, თუმცა სწორედ ეს უმრავლესობა იყენებს ამ სიტყვას არასწორად. სევდა, მწუხარება არაა დეპრესია, დეპრესია ფსიქიატრიაში ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადებაა, რომლის საბოლოოდ განკურნების იშვიათი შემთხვევები არსებობს. დეპრესიას თან სდევს ანჰედონიაც-სიამოვნების, კმაყოფილების განცდის შეუძლებობა. საბოლოოდ კი მივდივართ დეპრესიულ სტუპორამდე, მდგომარეობა როცა პაციენტი არ მოძრაობს. სულიერი უგრძნობელობა, განცდათა გაქრობა, სიცარიელის მტანჯველი გრძნობა- ესაა დეპრესიის მთავარი სიმპტომები.
***
2015
მირა კვირების განმავლობაში სიცარიელეში ცხოვრობდა. ამ ზაფხულს საქართველოდან სწორედ ამ სიცარიელეს და მარტოობას გაექცა, მაგრამ ადგილის შეცვლა არ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი, სიმპტომებს სხვა სიმპტომებიც დაემატა და მირა იმ მდგომარეობამდე მივიდა, საიდანაც უკანსვლა მხოლოდ საყვარელი ადამიანის წყალობით მოახერხა.
საქართველოში მან ორი უახლოესი მეგობარი „დატოვა", რომელთანაც ბავშობა და საუკეთესო მოგონებები აკავშირებდა. სებასტიანს მრავალჯერ ესაუბრა თუმცა მხოლოდ ფსიქიატრთან მრავალჯერადმა ვიზიტმა უშველა მირას დაბრუნებოდა საბოლოოდ საკუთარ თავს.
იმ დღეს სებასტიანთან ერთან ბონის სხვადასხვა ქუჩებზე სეირნობდა, რამდენჯერმა სრული უემოციობა ტირილმა შეცვალა, სებასტიანი კი ხელს არ უშვებდა. მთელი დღე ხან ერთ სანაყინეში, ხან მეორე კაფეში გაატარეს. საღამოს კი სახლში მირა ყვავილებით ხელში დაბრუნდა, რომელიც სებასტიანმა ერთ-ერთ ქუჩაზე იყიდა. იცოდა რომ მირას ტიტები ძალიან უყვარდა და როგორც კი დაინახა სხვადასხვა ფერის თაიგული გააკეთებინა მეყვავილეს. ბოლო კვირების განმავლობაში მირამ პირველად იგრძნო სიმშვიდე. არანაირი შფოთვა აღარ ჰქონდა, რომ მეორე დღეს სახლიდან იყო გასასვლელი, ძილიც თითქმის მოუწესრიგდა. თუ სებასტიანი ახლოს ჰყავდა ბავშვივით ეძინა. როგორც კი ხელს გაუშვებდა მაშინვე ეღვიძებოდა და მას ეხუტებოდა.