-მირანდა- თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის მეექვსე სართულზე გამაყრუებელი ხმით ყვიროდა ბიჭი და თან მეზობლის კარზე გაუჩერებლად აკაკუნებდა. -გააღე ეს დაწყევლილი კარი.
თუმცა როგორც ჩანდა სახლის პატრონი კარის გაღებას არ ჩქარობდა. ბიჭი კი გაუჩერებლად აკაკუნებდა კარზე. როგორც იქნა ახალგაზრდა გოგონამ გამოიხედა. კართან იდგა თმაარეული, ხალათმოსხმული, ახალგაღვიძებული გოგონა და გაშმაგებული თვალებით უყურებდა ბიჭს.
-ნიკი ასე აღარასდროს გამაღვიძო, რამდენჯერ გაგაფრთხილე-შეუღრინა მირამ ბიჭს და თან გემრიელად დაამთქნარა.
-სამსახურში ერთად წავიდეთ, ანუ წამიყვანე რაა მირაა?!-გაბრაზებულმა ტონმა უეცრად გადაურა ნიკსაც და სანდომიანი ღიმილი აჩუქა კართან მდგომ ნახევრად მძინარე გოგონას.
-ჯანდაბას შენი თავი, ჩავიცვამ, ისე არც შენ გაწყენდა ჩაცმა-მიახალა მირამ პირდაპირ და უხეშად ბიჭს და აათვალიერა. ნიკი მხოლოდ საცვლების ამარა იდგა მირანდას კარებთან. მან ერთი ამოიხვნეშა სახლში შებრუნდა და სანამ გოგონა კარის დაკეტვას მოასწრებდა, მაისურით ხელში გამოვიდა.
-მოდი ხო-შეიპატიჟა გოგონამ და კარები დახურა.
-მანამდე შემიძლია ომლეტი მოგიმზადო- თქვა ბიჭმა, მაისური გადაიცვა და სამზარეულოში შევიდა. როგორც ჩანდა ბიჭმა გადასარევად იცოდა სახლში რა სად იყო, ასევე ხელის ერთი მოსმით იპოვა ყველა საჭირო ნივთი და მირასთვის საუზმის კეთებას შეუდგა.
-მანქანა უნდა ვიყიდო- გამოსძახა გოგონას, რომელიც სარკესთან იდგა და ტანსაცმელს ერთმანეთს უხამებდა.
-რაც ჩამოხვედი მაგას იძახი მაგრამ ჯერ ვერანაირ მანქანას ვერ ვხედავ ჩვენ კორპუსთან-მიახალა მირამ და თავისი საქმის კეთებას შეუდგა.
-იმიტომ რომ ვეძებდი ამდენ ხანს, შევარჩიე და დღეს წავალ რომ საბოლოოდ ვიყიდო, პატარა უნდა იყოს, 2 ადამიანი რომ მოთავსდეს და კომფორტული, მეტის ამბიცია ჯერჯერობით არ მაქვს-ამოიხვნეშა ნიკმა და მირას გამოხედა სამზარეულოდან.
-ეგ წითელი ზედა ჯინსს არ მოუხდება, თეთრი მაისური ცადე-მისცა შენიშვნა და თვალი ჩაუკრა.
-ომლეტი დაგეწვება-შესძახა მირანდამ და წითელი ზედა საწოლზე მოისროლა. როგორც ჩანდა ბიჭის კომენტარები მაინც მნიშვნელოვანი იყო მისთვის.
-დღეს სებასტიანმა ისევ მომწერა- ახლა მირამ დაიწყო საუბარი-მითხრა რომ ვენატრები და აუცილებლად ჩამოვა თბილისში ამ დღეებში რომ მნახოს.
-პირადად ჩემგან გადაეცი რომ ჯანდაბამდე რომ გზა ჰქონია, მისი ადგილი არაა შენს გვერდით.
-ყველაზე უიღბლო ადამიანი ვარ, ჩემ ქვეყანაშიც და სხვა ქვეყანაშიც ყველაზე იდიოტ ხალხს მე ვხვდები- დაიწუწუნა მირანდამ და უკვე მეხუთე მაისური მოისროლა საწოლზე- თანაც არაფერი მიხდება.
ნიკი რამდენიმე წამით ეჭვის თვალით უყურებდა გოგონას, მერე თავი გააქნია და თან დაამატა.
-ყველაფერი გიხდება, ან შეგიძლია შიშველმა იარო, ყველაზე კარგი იდეა ეგაა-ბოროტულად ჩაიცინა და მაგიდასთან ერთი თეფში გამოიტანა.
-შენ არ გინდოდა?-როცა მაგიდას მიუჯდა მერე შეამჩნია მირამ რომ მარტო საუზმობდა.
-დილას ყავა დავლიე, ხომ იცი მეტს არ ვჭამ-თქვა ნიკმა, სამზარეულოში ყველაფერი მოასუფთავა და სიტყვის უთქმელად გავიდა თავის სახლში.
მირა საბოლოოდ დანებდა, თვალდახუჭულმა ჩაიცვა, საბოლოოდ თავისი თავით დატკბა ნივთები აიღო და სახლიდან გავიდა. ნიკს კარზე 2 ჯერ ზრდილობიანად დაუკაკუნა და თან თავისი სახლის კარიც ჩაკეტა.
-ასე უნდა დაუკაკუნო მეზობელს-ასწავლა როცა ნიკიც გამოვიდა სახლიდან.
-კარგი მეზობელო-თქვა ნიკმა თბილი ღიმილით, მირას შუბლზე აკოცა და ჯერ მანქანისკენ, ხოლო შემდეგ სამსახურისკენ ერთად დაიძრნენ.