გერმანია. ბონი. 2020 წელი.
-ჯობს ბარგი ჩაალაგო და განცხადება დაწერო- უთხრა მირანდას ჰერ ვულფმა, უჟმურ ხასიათიანმა მოხუცმა და მაგიდაზე რომელზეც ყველაფერი პირწმინდად იყო დალაგებული პასტა და ფურცელი დაუდო. მირას არც კი უყოყმანია განცხადება დაწერა სამსახურიდან თავისი ნებით წასვლაზე და მაგიდიდან ადგა.
-სასიამოვნო იყო თქვენთან მუშაობა პროფესორო- ოდნავ გაუღიმა, სადღაც გულის სიღრმეში მაინც გატეხილი იყო, რომ ასე დასრულდა მისი გერმანული ოცნებები.
კაბინეტში შევიდა სადაც ბოლო 4 წელი გაატარა, ყველაფერი თავის ნებაზე ქონდა დალაგებული, ეს მისთვის პატარა სახლი იყო, სახლზე მეტიც კი, ყველაზე კარგად თავს საავადმყოფოს ამ ნაწილში გრძნობდა, როცა პატარა პაციენტი და მისი მშობელი კარს შემოუღებდა მირას უდიდესი ღიმილი ეფინებოდა სახეზე. რაც არ უნდა დამწუხრებული, შეშინებული ყოფილიყო მირასგან ყველა მშვიდად გადიოდა. ახლა კი... ახლა რა ხდებოდა ამ თავის ნანატრ, საოცნებო კუთხეს ტოვებდა.
მირა 3 კვირის მანძილზე ელოდა ტესტის პასუხებს, იმ ტესტისას რომელზეც მისი მომავალი ცხვოვრება იყო დამოკიდებული. სწორედ ის წყვეტდა მირა რჩებოდა გერმანიაში საცხოვრებლად, სამუშაოდ თუ სამუდამოდ დაუბრუნდებოდა მშობლიურ ქვეყანას.ყოველ შემთხვევაში მირას ასე ეგონა ამ დროის მანძილზე. მირამ კარგად იცოდა პასუხები, თუმცა მოლოდინი ძალიან უჭირდა. ის მიჩვეული იყო, რომ ყველაფერს მხოლოდ საკუთარ თავს აბრალებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი უკვე გადწყვეტილი იყო და როცა წინა დღით პასუხი მოუვიდა, თითქოს დიდი ლოდი მოეხსნა ბეჭებიდან, შვებით ამოისუნთქა. აღარ უნდოდა აქ დარჩენა, გაქცევის მიზეზს ეძებდა, სული ეხუთებოდა, მისი ქვეყანა არ აღმოჩნდა, მისი ოცნებები რაც ჩამოვიდა მის მერე თანდათან იმსხვრეოდა და მიხვდა რომ ოცნებებში დიდი ხანი ცხოვრობდა. ჯერ მხოლოდ 29 წლის იყო, მაგრამ ფიქრობდა რომ საკუთარი თავი ამოწურა. ახლა დასვენების დრო იყო.