🌼

29 10 2
                                    

კიდევ ერთი დღე გათენდა,მაგრამ განსხვავებული,უფრო ლამაზი და თბილი,ნამდვილად დაეტყო ამინდს გაზაფხულის შემოსვლა, და სუზის კარგ ხასიათზე ყოფნა

გოგინა გახარებული ზის ოთახში და ისევ სიმღერას უსმენს, ელოდება როდის შემოვა ოთახში ემი და ახალ ამბავს ეტყვის

მალევე ოთახში გახარებული გოგონა შემოდის, სუზისთან მიდის

-სუზიი ხომ იცი დღეს რა დღეა-ეუბნება აჟიტირებული

-კიი-პასუხობს გახარებული სუზიც

-კარგი ახლა კი, უნდა მოემზადოო-ემი

-კი მაგრამ რა უნდა ჩავიცვა??-სუზი

-მე მოგიტანე ძალიან ლამაზი კაბა და ის-ემი

გოგონა ძალიან ლამაზად გამოაწყო და მაკიაჟიც გაუკეთა, ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა

იმდენად ლამაზად თვალს ვერ მოწყვეტდი, შეიძლება ვერ ხედავდა მაგრამ თვალებიც ძალიან ლამაზი ქონდა,იმდენად ლამაზი ყველა თვალხილული ინატრებდა მისნაირ ლამაზ თვალებს

გოგოები საავადმყოფოს შენობიდან გავიდნენ და კაფისაკენ დაიწყეს სვლა,სუზი იმდენად აღფრთოვანებული იყო არ იცოდა რა ექნა

მთელი ეს დრო რაც გზაში გაატარეს, გოგონა მხოლოდ ერთ რაღაცაზე ფიქრობდა,იმაზე თუ რას ეტყოდა მას

ძალიან ნერვიულობდა, ცქმუტავდა და სხვანაირი შეგრძნება ეუფლებოდა, ისეთი როგორიც არასოდეს არ უგრძვნია აქამდე

გოგოები მალევე შენობაში შევიდნენ, და ზუსტად იქ დასხდნენ სადაც ადრესატმა მათ უთხრა

ყავა შეუკვეთეს და მისი ლოდინი დაიწყეს,მაგრამ დიდი დრო არ დასჭირვებიათ, მალევე კარი იღება და კაფეში მაღალი ლამაზი ბიჭი შემოდის,ემი მას ამჩნევს და გოგონას ოდნავ ბწლენს ხელზე

გოგონა ხვდება რაც ხდება და უკვე გაფაციცებით ელოდება როდის გაიგებს მის ხმას

და აი ისიც მისი ხმა, რეალობაში გაიგო, იმდენად მოულოდნელი იყო გოგონას ცრემლები წამოუვიდა

მისი ხმა რეალობაში უფრო ლამაზი და ნაზია, იმდენად საუცხოო,რომ გოგონა ხმას ვერ იღებს

-გამარჯიბა სუზი და ემი-თქვა მან

-გაგიმარჯოს-ემი

-გამარ...ჯობა-თქვა ენის ბორძიკით სუზიმ

-იმაზე ლამაზი ხარ ვიდრე ფოტოებში იყავი-თქვა ჯოშუამ

-ჰაა საიდან გაქვს ჩემი ფოტოები-იკითხა გაკვირვებულმა სუზიმ

-დიდიხანია მეკონტაქტება ემი და მიყვება შენზე, ამიტომ ბევრი რამ ვიცი შენზე-თქვა ისევ მან

-ძალიან უცნაურია,როცა ჩემნაირ ადამიანთან საუბრობ ასე-თქვა გოგონამ

-როგორ გოგოსთან?? იცი რამდენად ლამაზი ხარრ, იმდენად რომ ვერ აგიღწერ-ჯოშუა

-მგონია რომ უბრალოდ არაა ეგრე-თქვა გოგონამ ისევ

-რატომ გგონია ასეე, შენ შეიძლება ვერ ხედავ სხვას ან თუნდაც საკუთარ თავს,მაგრამ მე გხედავ, ემი გხედავს ყვეალმ ვიცით,რომ ძალიან ლამაზი ხარ-ჯოშია

-ძალიან უცნაური იცი რა არის?-ეკითხება სუზი

-არა არ ვიცი

-რადა მე მხოლოდ შენი ხმა მაქვს გაგონილი, ძალიან ბევრჯერ და შენს შესახებ ბევრი რამ ვიცი, მაგრამ თვალით ვერ გხედავ, და კიდევ ისაა მაგარი რომ ახლა სევენთინის ერთერთ წევრს ვესაუბრები

-ხო მაგრამ მე გხედავ და ვიცი,რომ ძალიან ლამაზი ხარ

-მე კი მესმის შენი და ვხვდები,რომ ზუსტად ისაა რაც წარმომედგინა, არ ვიცი როგორ ან რანაირად გავბედავ ახალ ეს ვთქვა მაგრამ მაინც გეტყვი, შეიძლება ვერ გხედავ,მაგრამ ვიცი რომ შენი ხმისავით ძალინა ლამაზი იქნები-თქვა გოგომ გაღიმებულმა

-ძალიამ სიანტერესოა, მე კი შემიძლია გითხრა რომ მადლობელი ვარ შორიდან,რომ გიცნობდი და ახლა ახლოდან გხედავ-თქვა მან და გოგონას ხელი ხელზე დაადოო

გოგონას გაეღიმა, იმ დროს მეცხრე ცაზე იყო არ იცოდა რა ექნა

უბრალოდ ასე იჯდნენ დანარჩენი დრო, ემი კი მათ უსმენდა და ღიმილს ვერ იკავებდა

ეს ხომ ამ დროს სუზიასთვის ძალიან ლამაზი და ბედნიერი მომენტი იყო

___________________

კიდევ ერთხელ ჰაიიი

კიდევ ერთი თავი დღეს

აბა წავედი, მეორე ფიკის ახალი თავი მაინც დავწერო, თორე დამრჩნენ ისენი ისე

აბა ჰეეე აბა ჰოო

კომენტარებს ველი

Your Voice (Completed)Where stories live. Discover now