სიზმარი, მაგრამ ნეტავ რეალობა ყოფილიყოს.
რაღაცა რაც გოგონას ძალიან სურს, სიზმარში აუხდა, მაგრამ ნეტა რეალობაშიც ახდება?
გოგონა დილით გახარებული იღვიძებს, იცის რომ დღეს კიდევ მოვა ჯოშუა, ცოტა ხნით მაგრამ ხომ მოვა.
მის ხმას გაიგონებს და ესაუბრება.
გოგონასთვის მასთან საუბარი თერაპიასავითაა, რაღაც რაც ძალიან სიამოვნებს.
ახლა კი უკვე პალატაში მჯდარი ორი სხეული საუბრობს, ორივესთვის ეს დღე რაღაცნაირად ძალიან მნიშვნელოვანია. ნეტა რატომ რა შეიძლება მოხდეს ამ ერთ დღეში ისეთი? ნამდვილად არ იცის გოგონამ.
ბიჭი საუბარს აგრძელებს, და ცხილობს გოგონას ძველ ისტორიებზე ესაუბროს.
-სუზიი, რაღაც მინდა მოგიყვე
- რაა მიდი დაიწყე ძალიან მაინტერესებს
-შეიძლება ვერ მხედავ,მაგრამ მე გხედავ და ვიცი ვინც ხარ
-დაიცა ეგ რას ნიშნავს
-ნუ პატარა რომ იყავი სადღაც 10 წლის წინ, გიცნობდი, იქამდე სანამ აიდოლი გავხდებოდი და სანამ ეს მოხდებოდა-თქვა ბიჭმა, გოგოს კი ზუსტად ის პატარა ბიჭი გაახსენდა რომელიც მისი ბავშვობიდან ახსოვდა
-დაიცა მართლა შენ ხარ?-იკითხა გაკვირვებულმა გოგონამ
-კიი მე ვარ, დიდი ხანია მინდა ამის თქმა მაგრამ არ ვიცოდი როგორ მეთქვა ესს შენთვის, მეგონა რახან ვერ სედავდი ვერ მიცნობდი ან მატყუარა გეგონებოდი-თქვა ბიჭმა და წამლსული ცრემლები მუშტებით მოიწმინდა
-აი თურმე რატო მეცნობოდა შენი ხმა, ამიტომ ვუსმენდი სულ, ამიტომ ვარ და ვიყავი მიჯაჭვული მასზე. ყოველთვის როცა ვუსმენდი, ყოველთვის მეგონა რომ გისმენდი, ახლა კი ამით დამიმტკიცე რომ მართალი ვარ-თქვა გოგინამ და ტირილი დაიწყო
ეს ყველაფერი მისთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ ძალიან გაუხარდა.
მალევე ბიჭი მოეხვია და ერთმანეთზე ჩახუტებულები, დიდი ხნის მანძილზე იჯდნენ და თან ბიჭი რაღაცეებზე ესაუბრებოდა.
ბიჭმა გოგონას თავი ააწევინა და დიდი ხანი აკვირდებოდა, ძალიან უყვარდა ჯერ კიდევ პატარაობიდან, მაგრამ არ იცოდა როგორ ეთქვა გოგონასათვის.
კიდევ დიდი ხანი აკვირდებოდა, ათავლიერებდა, გოგონას კი ძალიან უკვირდა თუ რას აკეტებდა, მაგრამ ხმასაც არ იღებდა.
ბოლოს ბიჭი მის სახესთან დაიხარა, შეათვალიერა და კიდევ დაუწყო მის სახეს დაკვირვება.
უფრო ახლოს მიუახოვა სახე, მილიმეტრები აშორებდათ, მის სუნთქვას სახეზე გრძნობა.
უფრო ახლოს მიიწია და მათი ტუჩები შეეაერთა.
გოგონას გაუკვირდა, ძალიან გაუკვირდა, მაგრამ აყვა დიახ კოცნაში აყვა.
ბიჭი ამ კოცნაში სიყვარულს აქსოვდა, იმ ყველაფერს გამოხატავდა ამ ერთი კოცნით რაც სიტყვებით გადმოცემა არ შეეძლო.
მალევე მოშორდა, და მოეხვია გულზე მიიხუტა და ჩასჩურჩულა
-მიყვარხარ სუზი, თანაც უკვე ძალიან დიდი ხანია- თქვა ბიჭმა და ცრემლი ჩამოუგორდა თვალიდან.
ის გამოხატა ახლა რასაც ძალიან დიდი ხანია გრძნობდა, ვეღარ დამალა და გაუმხილა.
ასეთია ცხოვრება, იმ დიდ საიდუმლოს რასაც დიდი ხანი მალავ, მაინც გამოჩნდება ხოლმე და მაინც გაირკვევა ყველაფერი.
______________
Hello
Axali tavi didi lodinis meree
Vecdebi axali male davdoo
Wavedi axla istoria daiwyoo
YOU ARE READING
Your Voice (Completed)
Romanceსიყვარული მათ შორის ოდესღაც, წლების წინ დაიწყო და მათ მათმა ასეთმა სიყვარულმა დასასრულიც მოუტანა,მაგრამ როგორი?? იმედია ექნებათ მათ კარგი დასასრული და არა ისეთი როგორიც შეიძლება ოდესღაც ვინმეს ქონია... სიყვარულის დასაწყისი სასიამოვნოა, მაგრამ,რომ არ...