ერთადერთი მიზეზი რის გამოც ეიფელის კოშკიდან მოშორებით ვცხოვრობ, ის არის, რომ უკეთ დავინახო ის. მის რესტორნებზე ლეგენდები დადის, თუმცა იქ არასდროს ვყოფილვარ. მთელ პარიზში ერთადერთი ადგილი ეიფელის კოშკის რესტორანია, საიდანაც არ მოჩანს ის. მე კი მისი ყურება მიყვარს.
კერძო 3 სართულიან სახლში ვცხოვრობ, რომელიც თან ძალიან მოდერნისტულია და თან პარიზის ხასიათსაც არ კარგავს. მარტო ცხოვრება არ მიყვარს, ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად ვცხოვრობ. ჩემი მოსახელეა, ორივეს ბარბარე გვქვია, მაგრამ ყველა როგორც ბაბებს ისე გვიცნობს. ვიცი, ვიცი სახელის მრავლობითში ჩაყენება გრამატიკული შეცდომაა, მაგრამ ბავშვობიდან ეგრე ვართ და ახლაც არაფერი შეიცვლება.
მე და ბაბიმ 23 წლის ასაკში, უკვე სამი წელია, ჩვენი ოცნება ავიხდინეთ და ჩვენ საკუთარ კომპანიას ვფლობთ. კომპანიის სახელია "ჩერი", რადგან ორივეს გვიყავრს ალუბალი და ალუბლის ფერი ტუჩზე. მაკიაჟის კომპანია გვაქვს. ტუჩსაცხის ხაზში 10 პროდუქტი გვაქვს და სწორედ ახლა ვფიქრობთ მეთერთმეტეს გამოშვებას. ბაბი ძირითადად პიარზე მუშაობს, პიარ მენეჯერია, მე კი დიზაინზე.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტუჩსაცხში ალბათ ფერია. მერე კი ფერის სახელი, რომ ის უფრო მიმზიდველი გახდეს. ყველა ჩვენს ტუჩსაცხს განსაკუთრებული სახელი აქვს.
დღეს შაბათია და ანტონიოს, იტალიელი ბიზნესმენის და ცნობილი ბრენდის მფლობელის ივენთია, სადაც მე და ბაბი როგორც ჩერის წარმომადგენლები მიწვეულები ვართ. წვეულება საღამოს 7 საათზეა.
დილით 10 საათზე გამეღვიძა და ბაბის გასაღვიძებლად შევედი.
_ბაბიიი! - ვუთხარი და ზედ დავხტი.
_აუ რა გინდაა?! - მიყვირა და გაიბუსა.
_ადე მალე დღეს ბევრი საქმე გვაქ. - თმა სახიდან გადავუყარე და ჩავაშტერდი.
_რა საქმე შე ქალო, დღეს შაბათი არაა? - წამოიწია და მკვდარი სახით ტელეფონს ჩახედა, მერე კი ისევ საწოლზე დავარდა.
YOU ARE READING
თერთმეტი ალუბალი
Romanceროგორ იქნება სიყვარულის ისტორია სადაც გოგოს ალუბალი უყვარს, ბიჭს კი ალერგია აქვს ალუბალზე. •დასრულებული•