XIX თავი

282 25 5
                                    

პარიზში ღამის 11 საათზე ჩავედით და სახლში როგორც კი მივედით დავიძინეთ.

დილით საქართველოში დავრეკე, დედაჩემს ვკითხე ამინდებზე და  შესაბამისად ჩავალაგეთ ჩემოდნები. 7 ივლისია, დღეისთვის ბილეთები 2 თვის წინ დავჯავშნეთ. 3 საათზე მივფრინავთ, იქ ყველაფერს ჩემი და მოაგვარებს. საღამოს 8-ზე ჩავედით.  აეროპორტში დაგვხვდნენ ჩვენები. ყველა იმდენად მომნატრებია, ლამის ამეტირა მათთან შეხვედრისას. კარგი ლამის არა, ამეტირა.

სახლში მისვლა ყველაზე მეტად გამიხარდა, 6 თვეა აქ არ ვყოფილვარ იმდენად მომენატრა აქაური ჰაერიც კი. მთელი საღამო ვაგვარებდით ხვალინდელ ამბებს და ყველაფერს ვგეგმავდით. ბაბის დის, ნინოს დაბადების დღეც ხვალ არის და ვეცადე ყველაფერი ისე გამეკეთებინა, რომ ბაბის ორივეგან შეძლებიდა მისვლა. გადავწყვიტეთ ერთ რესტორანში გადაგვეხადა, პირველ სართულზე ნინო, მეორეზე კი მე. წვეულება 5 საათზე დაიწყება, მანამდე ფოტოსესიაზე წავალ ჩემს საყვარელ ფოტოგრაფთან.

დილით სიმღერის ხმა მაღვიძებს და თვალებს რომ ვახელ, ჩემს ოჯახს ვხედავ ტორტით და ბუშტებით ხელში მიმღერიან. რა ვქნა, რა ვუყო, რატომ არიან ასეთი კარგები?

დილა ისე პოზიტიურად დაიწყო, რა უნდა მოხდეს რომ ხასიათი გამიფუჭდეს. 11 საათზე სახლიდან გავედი და ბაბის გავუარე. იქაც გაუხარდათ ჩემი ნახვა ძალიან, ბაბის გეგმებზე ვკითხე, მითხრა რომ 3  საათზე ნინოს მიყვებოდა სალონში, მე კი ჩემს დას გავიყოლებ ალბათ.

ახლა გეგმები არ ჰქონდა და ფოტოსესიაზე გამომყვა.

_მანქანის ყიდვა მინდა. - თქვა მოულოდნელად.

_რატომ? შენი ჯიკლასი არ გყოფნის? - ვკითხე მეც სიცილით.

_არა. აქაც მინდა რა მანქანა, არაკომფორტულია ეს ტაქსები და რამეები. მანქანას ჩემ დას ჩავაბარებ და რომ ჩამოვალ მე ავიყვან ხოლმე.

_აუ მომეწონა ეგ იდეა, მეც ვიზამ ეგეთ რამეს. - გავუღიმე. - საფრანგეთში ვიყიდი და ჩამოვაყვანინებ. - მითხრა და ტაქსს ხელი დაუქნია.

თერთმეტი ალუბალი Donde viven las historias. Descúbrelo ahora