არაფერი ისეთი მომხდარა. კომპანიაში წავედით. ჩემ კაბინეტში დავჯექი და მაშინვე ფინანსისტები და ჩემი ასისტენტი დავიბარე. დიდი ხანი ვცდილობდი ამ ყველაფრისგან გაქცევას, მაგრამ ძალები უნდა მოვიკრიბო და შევეჭიდო ყველაფერს. თვითონ არაფერი გამოსწორდება. ჩემს ოფისში შეიკრიბნენ ბაბი, ფინანსური განყოფილების რამდენიმე წარმომადგენელი და ჩემი და ბაბის ასისტენტები.
_რა ვითარებაა? ძალიან დიდი დანაკარგი გვაქვს? - ვიკითხე და თითები ერთმანეთში ავხლართე. ლუკა შემოვიდა.
_ბოდიში დაგვიანებისთბის. - თქვა და ჩემი სკამის უკან ამოდგა.
_სამწუხაროდ... დიახ, ქალაბტონო ბარბარე, დანაკარგი შემოსავლის 24 % შეიცავს. - მითხრეს ფინანსური განყოფილებიდან.
_ბევრი ინფლუესერი აკრიტიკებს და გვაკრიტიკებს, ზოგს კონტრაქტის შეწყვეტა უნდა, მაგრამ საბედნიეროდ არიან ისეთები ვისაც ჩვენი ჯერ კიდევ ჯერა. - თქვა მწუხარებით ერთ-ერთმა მენეჯრმა.
_ასე თუ გაგრძელდა და შესაძლოა უფრო გაიზარდოს დანაკარგი, კომპანიას გაკოტრება ემუქრება. - ამაზე მე და ბაბიმ ერთმანეთს გადავხედეთ. - ჩვენი დანაკარგი 24 % შეიცავს, შემოსავალი კი 45 % ით უნდა გავზარდოთ, მინიმუმ.
_ამისთვის კი ან კონფერენცია უნდა გავმართოთ, ან სასამართლო დავაჩქაროთ, რაც ჩვენ ძალებს აღემატება. - თქვა ბაბიმ.
_რეალურად არა, რადგან სასამართლოში კავშირები მაქვს და შევძლებ ხვალ გადმოტანას. მაგრამ ვფიქრობ კონფერენცია ჯობია.
_ორივე გავაკეთოთ მაშინ. სასამართლოს თუ ხვალ გადმოიტან, ზეგ კონფერენციას გავმართავთ.
_კარგი. დავრეკავ და შეგატყობინებთ. - თქვა ლუკამ. დავიშალეთ და მუშაობა დავიწყე. კონცენტრაცია გამიჭირდა და ჩემს ასისტენტს დავურეკე.
_ანა, სად ხარ?
_ქიმწმენდაში ვიყავი და თქვენი კაბები მიმაქვს სახლში.
YOU ARE READING
თერთმეტი ალუბალი
Romanceროგორ იქნება სიყვარულის ისტორია სადაც გოგოს ალუბალი უყვარს, ბიჭს კი ალერგია აქვს ალუბალზე. •დასრულებული•