XI თავი

267 23 6
                                    

დღეს შაბათია და გეგმაში არაფერი მაქვს. ბაბი მთელი დღე დემისთან იქნება. დილით ადრე გავიდა, რომ ერთად ესაუზმათ. მე საუზმის მზადებას შევუდექი და ლუკამაც დარეკა.

_დილა მშვიდობისა. - მომესალმა როგორც კი ვუპასუხე.

_დილა მშვიდობისა. როგორ ხარ? - კარგ ხასიათზე დავდექი.

_კარგად, შენ? - ალბათ ისიც კარგ ხასიათზე დადგა.

_მეც.

_სახლის წინ ვარ. შეგიძლია გამოხვიდე ორი წუთით? - ცოტა გავოცდი, არ ველოდი ასე მოულოდნელად მის სტუმრობას.

_შენ შემოდი, სახლში მარტო ვარ. ბაბი და დემი წავიდნენ ერთად.

_მმ... კარგი. - გამითიშა და 2 წუთში ზარის დარეკვის ხმაც გავიგე.

_მოდი. - კარი გავაღე და შიგნით შემოვიპატიჟე პირდაპირ სამზარეულოში. - საუზმეს ვამზადებ, შემომიერთდები ხომ?

_რატომაც არა. - მითხრა და ბართან ჩამოჯდა. ცოტახნიანი დუმილის შემდეგ კი ხმა ამოიღო. - პაემანზე წამომყვები?

კოვზი რომლითაც შემწვარ კვერცხს ვურევდი ძირს დამივარდა. ხელები ჰაერში გამიშეშდა და აზროვნების უნარი წამერთვა. მთელი სხეულით გაშეშებული შევტრიალდი ლუკასკენ.

_რა? - მოჭრილად ვკითხე.

_პაემანზე წავიდეთ? - კითხვა მოთმინებით და ღიმილით გამიმეორა.

_მეხუმრები? - ცოტა ვერ დავიჯერე ასეთი მოულოდნელობა.

_არა. მთელი ჩემი არსებული სერიოზულობით გეკითხები. პაემანზე წამოხვალ?

_მმ... კი... - მოწყვეტით ვუთხარი. იღიმოდა, მაგრამ უფრო გაეღიმა.

_მაშინ, 5 საათზე გამოგივლი. - თქვა და სკამიდან წამოხტა.

_მოიცა! მიდიხარ? - ცოტა ხმამაღლა, ალბათ უფრო ყვირილით ვკითხე.

_ხომ... მეც ხომ უნდა მოვემზადო ჩვენი პაემნისთვის?  - "ჩვენი პაემანი" გამეღიმა.

თერთმეტი ალუბალი Donde viven las historias. Descúbrelo ahora