~ თავი მეორე ~

478 57 16
                                    

- დროა უცნობის დღიურს გავეცნოთ. - ჩანთიდან ამოვიღე დღიური და ციფრების კომბინაცია სიამაყით შევიყვანე.

დღიური კვლავ გაიხსნა, ფურცლები არც ისე ახლად გამოიყურებოდა, როგორც ჩანს რამდენიმე წლის ნაწერია..

- რა საინტერესოა ვის ეკუთვნის, - ვთქვი როცა აღმოვაჩინე მფლობელის სახელი ყდაზე ვერ შევნიშნე.

14 აგვისტო, 1991 წელი

ის არ იყო ჩემთვის შექმნილი, ისიც შენი იმიტაციაა, არაფრით გამორჩეული. დიდი დროის განმავლობაში ყვიროდა, წიოდა.
თითქოს ვერ ხვდებოდა რომ ამ ყველაფრის მიუხედავად საწადელს მაინც მივაღწევდი. მას მხოლოდ თმა აქვს გამორჩეული, შესამჩნევი. ზუსტად შენი თმის მსგავსი. მის მწვანე თვალებში არაფერი ამოიკითხება, შენს თვალებში კი სამყაროს დანახვა შემიძლია. ის მანეკენია, უსულო სხეული, რომელიც არაფერს წარმოადგენს შენს გარეშე. მისი ფემკრთალი კანს კი მალე წითელი ფერი უერთდება.

დღიური მუხლებიდან გადამივარდა და პირზე ხელი ავიფარე. ნუთუ მან ის ქალი მოკლა? კითხვის დროს შევნიშნე რომ ის მკითხველს მიმართავდა, ან იმ ადამიანს რომლისთვისაც ეს დღიური იყო განკუთვნილი.

დღიურს სწრაფად ვეცი და ბოლო გვერდზე გადავშალე.

13 აგვისტო, 2005 წელი

როგორც ვახსენე არცერთი მსხვეპლი არ გგავს შენ, შენ განსაკუთრებული ხარ ჩემთვის. აქ ყოფნის პერიოდში ყოველ დღე შენზე ვფიქრობდი, შენ მნიშვნელოვანი მიღწევა იქნები ჩემს ცხოვრებაში ლაია ანდერსონ .

დღიური იატაკზე ვისროლე და წყალი სწრაფად მოვსვი.

"გუშინ საღამოს ოთხმოცდაათიანების მკვლელი გაიქცა ციხიდან."

"წამიერი სიამოვნებაა მსხვეპლის აკუწვა."

ნუთუ ის, ყველაზე საშიში მკვლელი ჩემს მოსაკლავად გამოიქცა ციხიდან? ფიქრებს თავს ვერ ვაღწევდი. აი რატომაც მესიზმრებოდა ციხეში მყოფი პიროვნება რომელიც კედელზე ჩემს სახელს კაწრავდა, აი რატომ ერგებოდა ჩემი დაბადების თარიღი ამ დღიურის კოდს. ის მითვალთვალებს, ციხეში იყო, ლოს-ანჯელესში იყო და მაინც მითვალთვალებდა?

მკვლელის დღიურებიWhere stories live. Discover now