~ თავი მეექვსე ~

326 47 14
                                    

- როგორ მეზარება სახლში დაბრუნება, - თვალები გადავატრიალე და წუწუნი გავაგრძელე.

- ჩემს სახლში უკვე საკუთარი ოთახიც კი გაქვს, - მიპასუხა ალექსმა.

- სულ დამავიწყდა, - უკვე მოსაღამობულიყო. დედას შევატყობინე რომ დღეს ალექსთან დავრჩებოდი, მაგრამ ალექსი ცდილობდა გადაეფიქრებინა, მაგრამ რა თქმა უნდა არ გამოსდიოდა.

- დღიურის დაწვა მინდა, - მოულოდნელად თქვა ალექსმა.

- რატომ? ზედმეტად უარყოფით ენერგიას ასხივებს, არა?

- არა, ავტორი რომ ანტიკურ ხანაშია ჩარჩენილი ეს მაგიჟებს.

- ალბათ ქალების მიმართ სოლიდარობას გამოაცხადებ მოგვიანებით, - გამეცინა.

- საერთოდაც თუ მტკიცებულებად გამოდგება ლუკასს გავატან, მაგრამ მეეჭვება თავის სასარგებოდ გამოიყენოს, ისედაც ზეპირად იცის მისი ბიოგრაფია.

მის ნათქვამზე გამეცინა.

- არაა ცუდი პიროვნებაა..

- ამას არც მე ვამბობ, - თავი გადააქნია ალექსმა, - დარწმუნებული ვარ რომ მისი სურვილი რომ ყოფილიყო თომასი ცოცხალი აღარ იქნებოდა.

- თავისებურად მის მიმართ ზიზღს ავლენს. - მოკლედ შევაფასე ლუკასი.

- შენ ხომ ავლენ სიყვარულს ისე საუბრობ, - გაეცინა ალექსს.

- მე მაქვს ამის მიზეზი, მაგრამ ლუკასს რატომ ეზიზღება ესეც საინტერესოა?

- მე ის უფრო მაინტერესებს რა დაუშავა თომასმა ასეთი ლიამს რომ კომპანიიდან ასე სამარცხვინოდ გააგდო?

- ეს კითხვა მეც მაწუხებს.. - ჩავფიქრდი.

- რა სამწუხაროა რომ ამაზე პასუხები არ არსებობს.

* * *

- შეხვდი უკვე? უკვე კაბინეტიდან გასვლას აპირებდა ლუკასი როცა ჯეიმსი შეეჭრა კაბინეტში გადაღლილ ბიჭს.

- კი, - მოკლედ უპასუხა ლუკასმა, - რატომ გაინტერესებს?

- ნოას უზიარებ შენს მომავალ გეგმებს და საკუთარ ასისტენტს არა?

მკვლელის დღიურებიWhere stories live. Discover now