~ თავი მესამე ~

430 52 11
                                    

"იყო მის თვალებში რაღაც ამოუხსნელი, მაგრამ ის მაინც ცარიელი ჩანდა."

* * *

- საჭიროა ეს დღიური ბოლომდე შევისწავლოთ? კომპიტერში მომდევნო მსხვეპლის შესახებ მოვიძიე ინფორმაცია, რომელიც 35 წლის ქალბატონი ბრძანდებოდა.

- არამგონია მეტი საჭირო იყოს, კანონზომიერება აღმოვაჩინე. - დღიური დაკეცა და ქაღალდზე ამოწერილი თარიღებს დააკვირდა.

- შესანიშნავია, - სავარძელში მივესვენე და მოსასმენად მოვემზადე.

- ალისია ბერენსონი, მისი პირველი მსხვეპლი 1980 წლის 14 იანვარს მოკლა, ერთი კვირის შემდეგ კი მას იზაბელა ფერგიუსონი მიჰყვა. ორივე ერთი და იმავე სახლშია მოკლული..

- ეს დასკვნა საიდან? გავოცდი.

- ჩემს პროფესიონალიზმში ეჭვი არ შეგაპაროს, - შეკითხვაზე პასუხი არ დაუბრუნებია, არადა ძალზედ მაინტერესებდა თუ რატომ საუბრობდა ასე დარწმუნებით.

- კარგი, - წამოვიწყე, - დავუშვათ პირველი ორი მსხვეპლი ერთი და იმავე ადგილასაა მოკლული, ცოტა არ იყოს და მიკვირს რამდენიმე დეტალის ამ საქმეში. პირველი რატომ არ გამოიჩინა სიფრთხილე მან და მეორე ერთ კვირაში რანაირად ვერ მოახერხეს მსხვეპლებმა თავის დაძვრენა.

- მეორე კითხვა მეც მაინტერესებს, - თავი გადააქნია ალექსმა, - ერთი კვირა არც ისე დიდი დროა მაგრამ თუ პოლიციელებმა წინასწარ იცოდნენ მომდევნო მსხვეპლის სახელი და გვარი, მეეჭვება რთული მოსაძებნი გამხდარიყო.

- შენსავით პროფესიონალები არ არიან ამ საკითხში, - დანანებით გავაქნიე თავი.

- მე ერთი დეტალიც მაკვირვებს, - ჩემი სიტყვა დააიგნორა მან, - დღიურში წერს რომ ყველა მსხვეპლი შენი იმიტაცია იყო, მაგრამ არცერთი მათგანი არ ჰგავს, ერთი დეტალით მაინც.

- პირადი ინტერესები?

- შესაძლოა.

- რატომ მაინცდამაინც მე?

მკვლელის დღიურებიWhere stories live. Discover now