~ თავი მერვე ~

245 27 23
                                    

უკვე საღამოს შვიდი საათია. ალექსს ჩაეძინა, იმდენად საყვარელი იყო ძილისას რომ თვალი ვერ მოვწყვიტე.

მოულოდნელად მელოდი და დენიელი შემოიჭრნენ ოთახში.

- ვიპოვეთ, - გახარებულმა წამოიყვირა და მოგვიანებით შენიშნა ალექსი, რომელსაც ისე ღრმად ეძინა რომ ამ ხმაურმაც კი ვერ გააღვიძა, - მგონი ზედმეტი მომივიდა.

- როგორ არ უნდა დაგეთანხმო ძვირფასო, - გაღიმება ვცადე, - აბა მანახეთ რა იპოვეთ.

- სეიფი წერილებით იყო გატენილი, - პარკი მესროლა დენიელმა, - ძალიან მაინტერესებს ამ წერილების შინაარსი.

- და გამოიცანი რა იყო სეიფის პაროლი, - მკითხა ლაიამ მოულოდნელად, მოგვიანებით და დასძინა, - 1980.

- სერიუზულად? შევშფოთდი ამის გაგებისას, - რით იყო მისთვის მნიშვნელოვანი ეს წელი?

- შეიძლება პასუხს ამ წერილებში მიაგნო, - მომესმა ალექსის ხმა, რომელსაც ჩვენს მსჯელობაში გამოფხიზლებულიყო და სიტუაციაშიც გარკვეულიყო.

- არამგონია აქ რაიმე პირადული ეწეროს, ამიტომაც შეგიძლიათ ამ წერილების შინაარსის გარკვევაში დამეხმაროთ? ლამის ავტირდი როდესაც ამდენმა წერილმა საბანი დაფარა.

- ცხადია შეგვიძლია, - ერთ-ერთი წერილი აიღო მელოდიმ და სწრაფად გახსნა, - ხმამაღლა წავიკითხო?

- ცხადია. - სერაფად დავეთანხმეთ.

- ასთან შეხვედრა ყველაზე ამაღელვებელი იყო, რომ არ მცოდნოდა რას წარმოადგენდა შეიძლებოდა შემყვარებოდა იმდენად სიმპატიური გახლდათ"

- ოჰ, დედაშენი ლიამის გარდა სხვასაც ხვდებოდა? გაეცინა დენიელს.

- იქნებ ლიამზე საუბრობს. - გამოთქვა საკუთარი ვერსია მელოდიმ.

- ის ბოროტმოქმედზე საუბრობს, თანაც ამბობს შემიყვარდებოდაო და არა შემიყვარდაო. - საკუთარი აზრი დაასაბუთა დენიელმა.

მკვლელის დღიურებიWhere stories live. Discover now