ტოდი:
ერთი შეხედვით,არაფრით გამორჩეული დღე იყო.ბლექთან შეხვედრა დილიდანვე დავგეგმე.უნივერსიტეტის გამო იმდენ დროს ვეღარ ვატარებდით ერთად როგორც უწინ,ბავშვობაში.წესით ერთსა და იმავე დროს უნდა დაგვემთავრებინა მაგრამ,რადგანაც დედამისთან ჩხუბის გამო ერთი წელი დაკარგა,თავისდაუნებურად,ორივე ჩვენგანი ცხოვრების სხვადახვა ეტაპზე აღმოვჩნით,ის ისევ სტუდენტი იყო მე აღარ,ხშირად ვერ ვემთხვეოდით ერთმანეთს,სწორედ ამიტომ მოუთმენლად ველოდი დათქმულ საათს,რომ საღამო ერთად გაგვეტარებინა.
ბოლო დროს ჩემს თავს დიდი ამბები დატრიალდა:მამას გარდაცვალება,მის ხელთ არსებული ყველა ბიზნესის ჩემს პასუხისმგებლობაში გადმოსვლა.სულ მალე აღმოვაჩინე,მის საქმიანობაზე თითქმის არაფერი მცოდნია.
ყველაფერს რასაც ის აკეთებდა არაკეთილსინდისიერების და ჭუჭყის სუნი ასდიოდა,მაგრამ მამას ადგილი მაინც სწრაფად დავიკავე.წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ ქონებას დავკარგავდი.ჩემმა საუკეთესო მეგობარმა არაფერი იცოდა.ანდა როგორ უნდა მეთქვა?საკუთარ დედასაც კი აღუდგა წინ როცა გაიგო რომ მოსყიდული მოსამართლე იყო და უფლებამოსილებით ბოროტად სარგებლობდა.
მე ვინ ვიყავი მის მშობელთან შედარებით?მითუმეტეს ახლა,როდესაც ჩემს გარდა სხვა მეგობრებიც შეიძინა.სრულიად მარტივად შეეძლო საკუთარი ცხოვრებიდან სამუდამოდ ამოვეშალე.მე კი ამას ვერ ავიტანდი.მე და ბლექი ერთმანეთისგან შორს არასდროს ვყოფილვართ.ის ჩემი ბავშვობაა,ჩემი ცხოვრების ნაწილი.არაფერს ვეტყვი,დრომ თავად გადაწყვიტოს როდის გაიგებს.დაე მოხდეს რაც მოსახდენია.ჩემს ახლადშეძენილ ბიზნესპარტნიორთან(ოჰ,ეს მე ვარ მისთვის ახლადშეძენილი,სულ დამავიწყდა)დამღლელი შეხვედრა მქონდა,საზღვარზე კონტრაბანდის შემოტანაზე ვსაუბრობდით.რამდენადაც ვცდილობდი საკუთარი თავი ასეთი ცხოვრების წესთან შემეგუებინა,მაინც არასასიამოვნო იყო ჩემთვის.როგორც კი მოლაპარაკება დასრულდა,მძღოლს ვუთხარი მანქანა სახლში წაეყვანა თავად კი ტაქსი გამოვიძახე და ბლექის საცხოვრებელთან მივედი.უკვე ქვევით ჩამოსულიყო და მე მელოდა.
YOU ARE READING
What About Us? 🔞
Fanfictionრადგან ნოველაში გრემბლექი ჩანს მეტად რეალური სერიალში კიდევ ტოდბლექი,გადავწყვიტე სასიყვარულო სამკუთხედად წარმომედგინა :დ წინა ორი ფანფიკის ერთგვარი flashback.