ბლექი:
ის,რომ გრემი თავად გამოვიწვიე იმ ღამით,საკმაოდ ძვირად დამიჯდა.
დიდხანს ვარიდებდი თავს მასთან შეხვედრას.პანიკა მიპყრობდა იმის წარმოდგენაზე როგორ უნდა შემეხედა მისთვის თვალებში.ჩემდაუნებურად ისე გამოვიდა,რომ მისი გრძნობებით ვითამაშე.ეს არასდროს მდომებია.ვგრძნობდი როგორ ვუყვარდი.
პირველივე დღიდან ვგრძნობდი მის უჩვეულო დამოკიდებულებას,
მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ბავშვობიდან არაფერი *ახსოვდა ან უბრალოდ არ იმჩნევდა.იმის გამო რომ საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ შევამჩნიე ჩემს არ ყოფნაში როგორ დაუკავებია ბანდაში ვაითს ჩემი ადგილი და თან სანამ გათიშული ვიყავი გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს.ჩემი მათ გვერდით ყოფნა საჭიროდ აღარ ჩავთვალე.
ჩემი ძმა იმ ბიჭს ხვდებოდა,რომელიც დიდად არ მეხატებოდა გულზე,იოკს პოლიციელი შეუყვარდა,გრემთან კი ერთ ოთახში ყოფნასაც ვერ შევძლებდი.ამიტომ მათ ჩამოვშორდი.დიდად არცერთ გაუწევია წინააღმდეგობა.შემდეგი ნაბიჯი იუჯინის ნახვა და მასთან დამშვიდობება იყო სანამ ჩემი შურისძიებისთვის დავიწყებდი მზადებას.
როდესაც იმ გოგოს სანახავად წავედი,რომელსაც გული ვატკინე და ჩემს პირად უაზრო ინტრიგებში გავხვიე.ისიც იქ დამხვდა,გრემი.
ვაითისგან ვიცოდი რომ იუჯინთან რაღაც აკავშირებდა მაგრამ ამაზე პრეტენზიის გამოთქმის უფლება მაშინ დავკარგე როცა............
მოკლედ უსიამოვნო შეხვედრა არ აგვცდა.გრემი რომ დავინახე თითქოს მაშინღა გავაცნობიერე თუ როგორ მომნატრებია.მაგრამ ცხადზე ცხადი იყო მასთან მეგობრობას ვეღარ გავაგრძელებდი.ერთმანეთისთვის ბევრი არაფერი გვითქვამს.უხეში იყო.
მისმა აგრესიულმა ტონმა და იმის დანახვამ როგორ ეხუტებოდნენ ის და იუჯინი ერთმანეთს გული დამწყვიტა.საბოლოოდ გავაცნობიერე რამდენად აირია მთელი ჩემი ცხოვრება.ამან უფრო მეტი შემართება მომცა ტოდისთვის სამაგიეროს გადახდისთვის.
* * *
ქუჩაში სწრაფი ნაბიჯით მივდივარ და ხელებს ქურთუკის ქვეშ ვმალავ ვინმემ რომ არ შეამჩნიოს.
ხელები სისხლში მაქვს გასვრილი.ტოდის სისხლია.
ჩემი მეგობრის.
თუ ახლა უკვე ჩემი მტრის?მგონი ასეთი გამხეცებული იმიტომ ვიყავი მასთან ჩხუბისას,რომ სიბრაზე მომაწვა როცა აღმოვაჩინე მისი სიტყვები მართალი იყო.მითხრა ვერ მომკლავო და მართლა ვერ გავაკეთე ეს.თითი სასხლეტზე მედო მაგრამ ვერ მოვკალი.არადა თავად ორჯერ სცადა ჩემი მოკვლა.
იქნებ მისი მანიპულაციის მსხვერპლი ვარ?
იქნებ ახლავე დავბრუნდე უკან და დაწყებული დავამთავრო?ყურები დაგუბებული მაქვს და ქუჩის ხმაური სადღაც შორიდან ჩამესმის.
თავბრუ მეხვევა და გულის რევის შეგრძნება მაქვს.
ეჭვი არ არის,ის მიიღო რაც დაიმსახურა,მაგრამ თავს ასე საშინლად რატომ ვგრძნობ?სახლში მივედი.ხელებიდან მისი სისხლი ჩამოვირეცხე.აბაზანიდან ისე გამოვედი სარკეში ერთხელაც არ ჩამიხედავს.საკუთარი თავის დანახვა არ მსურდა.
ორი დღე-ღამე ძილი არ გამკარებია.შემდეგ კი სასოწარკვეთილმა დახმარება ვაითს ვთხოვე.გაიგო რომელ საავადმყოფოში იწვა და მოსანახულებლადაც მივიდა,რათა ჩემთვის ეთქვა როგორ იყო.
ერთი კვირის შემდეგ მეც მივედი.
მის პალატაში შევიპარე.ფანჯრები უკანა ეზოში იყურებოდა და ღამით ბევრი არავინ იყო.მის სახესა და სხეულზე ათობით მიერთებული მილი რომ დავინახე ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს ვიღაცამ ჩემი გული ხელში მოიქცია და ძლიერად უჭერდა.სუნთქვა შემეკრა.
მუხლებში სისუსტე ვიგრძენი.იქ ვერ გავჩერდებოდი.ყურება არ შემეძლო.ფანჯრის რაფაზე ფეხი შემოვდგი და სწრაფად გავიწიე გადასახტომად.სანამ პალატას დავტოვებდი მისკენ ბოლოჯერ გავიხედე.არ ვიცოდი გაიგებდა თუ არა მაგრამ მინდოდა მისთვის მეთქვა
,,შეხვედრამდე ტოდ.
ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებით‘‘დასასრული.
____*ნოველა ბოლომდე არ მაქვს წაკითხული ამიტომ არ ვიცი მართლა არახსოვდა გრემს ბავშვობაში რომ იცნობდნენ ერთმანეთს თუ უბრალოდ ბლექს არ ეუბნებოდა.
YOU ARE READING
What About Us? 🔞
Fanfictionრადგან ნოველაში გრემბლექი ჩანს მეტად რეალური სერიალში კიდევ ტოდბლექი,გადავწყვიტე სასიყვარულო სამკუთხედად წარმომედგინა :დ წინა ორი ფანფიკის ერთგვარი flashback.