თავი 3.

57 7 0
                                    

  ტოდი:

ეროტიული სიზმრიდან გამოღვიძება მგონი ყველაზე მტკივნეული რამაა ადამიანისთვის.ფიზიკურ ტკივილს არ ვგულისხმობ რომელსაც ფეხებ შორის გრძნობ თვალის გახელისთანავე,როცა ხვდები რომ აღგზნებული ხარ და გული გამალებით გიცემს.მე უფრო იმის გააზრება მიმაჩნია მტანჯველად.რომ რაც მოხდა მხოლოდ სიზმარი იყო.

ბლექს ჩემს გვერდით ეძინა.აქ,სწორედ ამ საწოლზე იყო მისი მომცრო ზომის სხეული დასვენებული.იმ ფაქტით ბედნიერმა,რომ ერთად ვიყავით,კოცნით გამოვაღვიძე.გამოძინება არ დავაცადე.რაღაცას ბუტბუტებდა,ერთი ორჯერ მხარიც მკრა რომ თავიდან მოვეშორებინე.ის ხომ ყოველთვის ასეთი უხეშია მნიშვნელობა არ აქვს ვისთან.

ტუჩები ოდნავ წინ ჰქონდა გამობზეკილი და თმა ასჩეჩვოდა თავის ბალიშზე დებისგან.როდესაც მიხვდა რომ არ მოვეშვებოდი,დამნებდა და უფლება მომცა ის გამეკეთებინა რაც მსურდა.მკლავებში მოვიქციე,მის სხეულს ხარბად დავეწაფე.თვალები არ გაუხელია.მხოლოდ მაშინ როდესაც მკერდზე ვკოცნიდი და კერტებზე ენა ვნებიანად ავუსვი სიამოვნებისგან ამოიკვნესა პირმოკუმულმა.

ფანჯრებში შემოჭრილი მთვარის შუქი ვერცხლისფრად ეცემოდა უზარმაზარ საწოლს და მისი სახის კონტურებს გამოკვეთილად ვხედავდი.

ყველაფერი ისეთი ცხადი იყო,იმდენად რეალური.ტელეფონის ზარი რომ ჩამესმა ყურში დიდხანს არ ვფხიზლდებოდი.ბოლოს კი ნერვებმოშლილმა გამოვიღვიძე და ტუმბოზე დადებულ მობილურს გაღიზიანებული გადავწვდი.

ბლექი იყო.

სანამ ვუპასუხებდი ღრმად ჩავისუნთქე,სხვა თუ არაფერი ახლადგაღვიძებულზე მისი ხმის მოსმენა სასიამოვნო უნდა ყოფილიყო.

რადგან ერთმანეთი კვირაზე მეტ ხანს არ გვენახა,შემომთავაზა შენს ახალ სახლში სტუმრად მოვალო.იცოდა,რომ საცხოვრებელი შევიცვალე,მაგრამ ის ნამდვილად არ მითქვამს მამაჩემის მიერ დატოვებულ პენტ ჰაუსში რომ გადავედი.

What About Us? 🔞Where stories live. Discover now