თავი 5.

53 9 0
                                    


ტოდი:

ალბათ ოდესმე ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის,მოვიდოდა დრო და ასეთ ინტრიგებს ჩავხლართავდი საკუთარი ტყავის გადასარჩენად,არ დავუჯერებდი.

ვაითთან დაკავშირება,მისი დარწმუნება რომ ბლექს შურისძიება ენდომებოდა და უნივერსიტეტის მეგობრებზე ,,დაგეშვა''.ეს მეტისმეტი იყო.

ვხვდებოდი რომ ზედმეტი მომივიდა მაგრამ ძლიერი ალიბი მჭირდებოდა.ბლექს რა თქმა უნდა ენდომებოდა შურისძიება მაგრამ საკუთარი ხელებით,მისი ძმის ხიფათში გახვევის გარეშე.მე კი ფაქტობრივად საშიში ადამიანების ბანდაში შევაგდე.მის სიცოცხლეს საფრთხე შევუქმენი.კიდევ ერთი მიზეზი გაჩნდა,რატომაც შემიძულებდა ჩემი საყვარელი ადამიანი,როცა გაიღვიძებდა.

საბედნიეროდ ბლექის მეგობრები არც ისეთი საშიშები აღმოჩნდნენ,როგორც მე ვფიქრობდი,იმედი გამიჩნდა რომ ვაითი ნამდვილად უსაფრთხოდ იქნებოდა და დანაშაულის გრძნობა თითქოს შემიმსუბუქდა.

მაგრამ შემდეგ მათ კონტროლი დაკარგეს.ისე ჩანდა გეგონება რევოლუციის მოწყობა უნდათო.ხალხი ბიზნესმენების წინააღმდეგ აამხედრეს.კანონის შეცვლას ითხოვდნენ.ბიზნესმენი ვისაც ისინი დაუპირისპირდნენ იმდენად ძლევამოსილი იყო,ვაითი ალბათ ვერანაირად ვეღარ იქნებოდა უსაფრთხოდ.ალბათ უთვალთვალებდნენ კიდეც.

საავადმყოფოს საწოლთან ვიჯექი.სახეს ვაკვირდებოდი რომელსაც დალურჯებები ახლახანს გაუქრა.ჯერ კიდევ არ იყო კარგად.

მახსოვს სანამ სასწრაფოს მანქანა წაიყვანდა,ჩემი ხელქვეითების მიერ ჩადენილი დანაშაულის ადგილიდან,გაშტერებული მივჩერებოდი უგონო მდგომარეობაში მყოფ,ძირს დაგდებულ სხეულს.

მიუხედავად იმისა,რომ გარკვევით მითხრეს გულის ცემა გვესმისო,მეგონა რომ მოკვდა.ჩემს დაცვის წევრებს დავუწყე ჩხუბი.უაზროდ ვყვიროდი რაღაცას ხმამაღლა და ისინი კი გაკვირვებული მიცქერდნენ.

მართლაც რა შუაში იყვნენ?ბრძანება ხომ მე გავეცი.მძიმედ ამოვიოხრე.

-ალბათ გძულვარ ახლა-ჩავილაპარაკე ჩემთვის,რადგან ჩემს წინ მწოლიარე ბლექი არ გავდა ადამიანს,რომელსაც რაიმე ესმოდა.

თითქმის მთელი პერსონალის მოსყიდვა მიწევდა რათა ვაითს არ გაეგო,რა სიხშირით მივდიოდი მისი ძმის სანახავად.დაცვაც მყავდა მიჩენილი რადგან მინდოდა მისი გაღვიძება პირველს მე გამეგო.

ღამ-ღამობით როცა ნახვის საათები დასრულდებოდა და ვიცოდი ვაითი მოსვლას ვეღარ შეძლებდა.მივდიოდი და თითქმის დილამდე მის გვერდით ვრჩებოდი.

ბევრს არაფერს ვაკეთებდი.ხშირად საათობით ვიჯექი სკამზე ჩუმად,ზოგჯერ ცრემლები მომდიოდა მისი ყურებისას და ამის კონტროლი არ შემეძლო.ზოგჯერ კი ფანჯარაში გავიხედავდი ხოლმე და უაზროდ ვიწყებდი ლაპარაკს იმ იმედით,რომ ჩემი სიტყვების რაღაც ნაწილი მაინც მიაღწევდა მის მიძინებულ გონებამდე.
მინდოდა სცოდნოდა,რამდენად ვწუხდი მომხდარის გამო.

-ნეტავ რა იქნებოდა ეს გზა რომ არ აგერჩია?-ვკითხე ერთხელ და ცოტა ხანს გავჩუმდი,თითქოს პასუხის დაბრუნება შეეძლო-ერთად ყოფნას შევძლებდით?-საწოლისკენ უიმედოდ გავიხედე-შენ ისეთი ამაყი ხარ,ისეთი მეამბოხე.ალბათ ვერასდროს შევძლებდი შენთვის საჩუქრის ყიდვას ან შენთან ერთად სამოგზაუროდ წასვლას,ჩემი ბინძური ფულით ნაყიდი არაფერი მოგინდებოდა-ვთქვი და მწარედ ჩამეცინა-მესმის,რომ გინდა რაღაც შეცვალო.სამყარო უკეთესი გახადო.მაგრამ ჩვენზე რაღას იტყვი ბლექ?მე და შენ რა ბედი გვეწევა?

,,შენი მტრობა არასდროს მდომებია,შენთან ყოფნა მინდოდა.''

ისევ სკამზე დავეშვი და რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვიჯექი.
ორი დღის შემდეგ ჩემმა კაცმა დამირეკა და მითხრა,პალატაში რომ შევედი საწოლი ცარიელი დამხვდაო.
ბლექმა გაიღვიძა.

What About Us? 🔞Where stories live. Discover now