ბლექი:უნივერსიტეტის *კედლებს რომ პულიმიზატორით ვღებავდით და დაცვამ წაგვასწრო.მის მერე ცოტა ხანს არეული ვიყავი.შონთან ჩხუბის გამო სრული ერთი დღე არ გამოვჩნდი ჩვენი შეკრების ადგილას.გრემი გამუდმებით მირეკავდა და მეკითხებოდა როდის დავბრუნდებოდი.რაც ჩვენ ოთხი დავმეგობრდით იმ დღიდან მოყოლებული ასე ხდებოდა,ყველაზე დიდ ყურადღებას ჩემს მიმართ გრემი იჩენდა.თავიდან ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავდი სანამ საკუთარი თავის მოტყუება არ შევწყვიტე და სიმართლეს თვალი არ გავუსწორე.
დილის ლექცია გავაცდინე.არ ვიცი რატომ მაგრამ გაღვიძებისთანავე ვიგრძენი ცუდი გუნება-განწყობილება.
სახლიდან გამოვედი,ბაიკზე შემოვჯექი და ბანკოკის ქუჩებში უმისამართოდ დავიწყე ხეტიალი.რამდენჯერმე დავაიგნორე იუჯინის ზარი.მასთან საუბარი არ მინდოდა.როგორმე ჩვენი ურთიერთობა უნდა დამესრულებინა,რათა ის დამეცვა ყველა იმ ხიფათისგან რომელიც მომავალში მელოდა,მაგრამ არ ვიცოდი როგორ მეთქვა მისთვის.
ამიტომ ცოტა ხნით თავს ვარიდებდი.ცხელოდა.მზის სხივებით შეწუხებულმა მოტოციკლი ნაცნობ ადგილთან შორი ახლოს გავაჩერე.მე და ტოდს ცივი სასმლის ყიდვა აქ გვიყვარდა.მანძილი ჩემსა და მაღაზიას შორის არც ისე დიდი იყო,მხოლოდ გზა უნდა გადამეკვეთა როცა უეცრად გავშეშდი.
შესასვლელთან მანქანა გაჩერდა,ახალთახალი მოდელი,თვალის მომჭრელი ვიზუალით,თითქოს პატრონმა ცენტრიდან ხუთი წუთის წინ გამოიყვანა.პიჯაკში გამოწყობილი მამაკაცი გადმოვიდა და მაღაზიისკენ გაეშურა,რა დროსაც უკანა სავარძელზე მჯდარი ტოდი შევნიშნე.
აღელვებისგან არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,ამიტომ ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და მისი ნომერი ავკრიფე.
-გისმენ ბლექ-მიპასუხა ცოცხლად-როგორ ხარ?
-სად ხარ?-მომესმა საკუთარი ხმა ყრუდ და დაგუბებულად.
YOU ARE READING
What About Us? 🔞
أدب الهواةრადგან ნოველაში გრემბლექი ჩანს მეტად რეალური სერიალში კიდევ ტოდბლექი,გადავწყვიტე სასიყვარულო სამკუთხედად წარმომედგინა :დ წინა ორი ფანფიკის ერთგვარი flashback.